მოსახლეობამ ხაიშთან ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

0
434

დღეს მესტიის რაიონის ოთხი სოფლის მოსახლეობამ  დღის პირველი საათიდან სოფელ ხაიშთან ზუგდიდ-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი  გადაკეტა. 

აქციის მონაწილეების პროტესტი გამოწვეულია     ხაიში–ჭუბერის  7 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის შეკეთების გაჭიანურებით იმის მიუხედავად, რომ ამ მიზნისთვის   ბიუჯეტიდან ათი მილიონი ლარია გამოყოფილი.

პროტესტის  მიზეზია აგრეთვე ხე–ტყის მოჭრაზე ნებართვის მიცემა და საბოლოო ჯამში ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობა მოსახლეობის პრობლემებისადმი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში ადგილობრივებისთვის არაფერი კეთდება.

 აქციის მონაწილეები  აღაშფოთა იმან, რომ მესტიის მაჟარიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე  და მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი მათი მოთხოვნის მიუხედავად  არ გამოჩენილან 

აქციამ 7 საათზე მეტ ხანს გასტანა. ამ დროისათვის მოძრაობა მთლიანად იყო პარალიზებული,  გზაზე ავტომანქანების ხუთკილომეტრიანი საცობი გაჩნდა მანქანებში გზის გახსნას ელოდებოდნენ ბავშვები და უცხოელი ტურისტები. 

დღის ბოლოს ადგილზე  უმრავლესობის დეპუტატი გოგლა ჟვანია გამოჩნდა, ის მესტიაში სტუმრებთან ერთად მიემგზავრებოდა, და როცა  გზა ჩაკეტილი დახვდა,  აქციის მონაწილეებს გზის გასახსნელად მოლაპარაკება შესთავაზა.

მოსახლეობამ გზის გახსნის გადაწყვეტილება დღის ბოლოს მიიღო, აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლება დაპირდა, რომ  მოთხოვნებზე პასუხს 2 დღეში მიიღებენ.

წინა სტატიააშანტაჟებენ თუ არა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს?
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ლარის კურსის ვარდნის შესახებ: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური