მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურჰესის თაღოვანი კაშხალი დღეიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი დღეიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

Published on

სოფელ ჯვარში გაიმართა ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ოფიციალური ცერემონია . . ცერემონიაზე  ვიცე-პრემიერის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მიერ ხელი მოეწერა ენგურჰესის, როგორც  ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განმსაზღვრელ შეთანხმებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები .

“ენგურჰესის” თაღოვანი კაშხლისთვის ამ სტატუსის მინიჭება   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდა.   “ენგურის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსი და უდიდესი ჰესია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგრძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, 2012 წლამდე  მსოფლიოს უდიდეს კაშხლად ითვლებოდა, ამჟამად კი ყველაზე დიდი ჰესია სამხრეთ კავკასიაში და მსოფლიოს თაღოვანი კაშხლების ხუთეულში შედის. ენგურზე ჰესის მშენებლობის დაწყებას საფუძვლად უდევს ნიკო ნიკოლაძის იდეა , რომელზეც მსჯელობა ათწლეულების მანძილზე  უშედეგოდ მიმდინარეობდა. ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება, მოგვიანებით, ტერიტორიის კველვისა და დეტალური დაზვერვის შედეგად მიიღეს. საბოლოოდ, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა,  ჰესის ნაგებობებში შედის როგორც თავად კაშხალი, ისე მიწისქვეშა ჰესის შენობა 5 ჰიდროაგრეგატით, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს– აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. 

“ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მნიშვნელობის დასტურია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წლევანდელი, 39-ე სესია, სადაც ნორვეგიის რიუკან-ნოტტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობას – ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქარხნების, სატრნასპორტო სისტემებისა და ქალაქების ერთობლიობას – მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია ასევე, იაპონიის მეიჯი პერიოდის ინდუსტრიული რევოლუციის სივრცეები (ქარხნები, ქალაქები), ჰამბურგის საწყობები, ფორტ ბრიჯი დიდ ბრიტანეთში, “ფრაიბენტოს” ინდუსტრიული ლანდშაფტი ურუგვაიში. 2015 წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით “ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების” მთავარი თემა სწორედ ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება”, – აღნიშნავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. 

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი ქვეყნის პირველი  ობიექტია, რომელსაც ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსი  მიენიჭა. 

აქ  მოეწყობა სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს “ენგურჰესის” ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.

 

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...