მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზი მეცნიერები უძრავი ქონების გასხვისების, როგორც ქართული მეხუთე კოლონის შექმნის საშიშროების, ...

აფხაზი მეცნიერები უძრავი ქონების გასხვისების, როგორც ქართული მეხუთე კოლონის შექმნის საშიშროების, წინააღმდეგ

Published on

გუშინ სოხუმში   ჰუმანიტარულ კვლევათა ინსტიტუტში გაიმართასპეციალური  სამეცნიერო სემინარი, რომელიც  მიეძღვნა აფხაზეთის რესპუბლიკის უძრავი ქონების უცხოელ მოქალაქეებზე გასხვისების საკითხებსა და მის შესაძლო შედეგებს

როგორც მთავარმა მომხსენებელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა თეიმურაზ აჩუგბამ აღნიშნა, უკანასკნელ ხანებში საზოგადოებასა და მედიაში  აქტიურად განიხილება უცხოელებისათვის აფხაზეთის უძრავი ქონების, მათ შორის საცხოვრებელი ფართების  მიყიდვის მიზანშეწონილების საკითხები.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გაყიდვის მომხრეთა შორის აღმოჩნდნენ მაღალი თანამდებობის პირებიც და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებიც, თუმცა საპირისპირო მოსაზრების ავტორები თვლიან, რომ ეს შეუთავსებელია ქვეყნის ინტერესებთან.

,,აფხაზთა ეთნიკური იდენტობის შენარჩუნება სახელმწიფოს უპირველეს ფუნქციად უნდა იქცეს,  ამისათვის აუცილებელია აფხაზი ხალხის  დამაგრება ისტორიულ სამშობლოში და ეთნოსის ყველა კომპონენტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, გაერთიანება ენობრივი ნიშნით თუ ტერიტორიის, ადათების, ტრადიციერბის, კულტურის ნიშნით.

სახელმწიფო ანუ საყოველთაო სახალხო საკუთრება წარმოების საშუალებებზე არის ეროვნული ეკონომიკის საფუძველი, რაც თავის მხრივ არის საბაზისო პირობა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. ამიტომ თუ აფხაზეთში გაგრძელდა მიგრაცია უცხოელებისათვის უძრავი ქონენის მიყიდვისა და უწინდელი პატრონების ქვეყნიდან გასვლის გზით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება  აფხაზეთის სახელმწიფოს არატუ განვითარება, არსებობაც კი. – აღნიშნა აჩუგბამ.

ამასთან მან მკვეთრად გაილაშქრა ე.წ. ,,ვაშინგტონის კონსენსუსის’’ პრინციპების წინააღმდეგ, რამდენადაც, მისი აზრით, ეს  პრინციპები გულისხმობს ვაჭრობის ლიბერალიზაციას, უცხოელი ინვესტირებისათვის შეზღუდვების მოხსნას, სახელმწიფო ქონების ტოტალურ პრივატიზაციას, სახელმწიფოს ფუქნციების დაყვანას პოლიციის უბნის დონეზე და მთლიანად ემსახურება უცხოელი მესაკუთრეების ინტერესებს.

თეიმურაზ აჩუგნამ ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა,რომ ,,რუსეთს არა აქვს საჭიროება იზრუნოს უძრავი ქონების  ახალი  ობიექტებისა და ტერიტორიების შესყიდვაზე  თავისი მოსახლეობის განსასახლებლად, ,,ხოლო რაც შეეხება ნახევარმილიონიან ქართულ დიასპორას რუსეთის ფედერაციაში, სწორედ მასა აქვს ინტერესი შეიძინოს საცხოვრისი აფხაზეთში, რათა ჩამოაყალიბოს აქ ,,მეხუთე კოლონა’’ და ,,აფხაზებისგან გაათავისუფლოს ქართული მიწები“.

უეჭველია,  სწორედ ამ მიზნით შექმნა ექსპრემიერმა ივანიშვილმა მრავალმილიონიანი მიზნობრივი ფონდი აფხაზეთში უძრავი ქონების შესაძენად. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ  დასავლელი სპონსორების დახმარებით შემუშავებული  აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაპყრობის გეგმა, რომელიც სხვა მიზნებთან ერთად მოიცავს უძრავი ქონებისა და საცხოვრებელი ფონდების მასობრივ შესყიდვას აფხაზეთში. ‘’

აჩუგბას ამ ეს პოზიცია გაიზიარა სემინარის მონაწილეთა უდიდესმა უმრავლესობამ, მათ გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ აფხაზეთის საკუთრების გასხვისება  აღარ არის მიუღებელი ბევრისთვის ქვეყანაში. ,,გარედან თავსმოხვეული აზრი აფხაზეთის ქონების უცხოელთათვის მიყიდვის აუცილებლობის შესახებ, რასაც ისინი ხსნიან  საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის ერთადერთ გზად, კარგს არაფერს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. პირიქით, საბოლოო ჯამში ეს დასრულდება ქვეყნის ნაწილ–ნაწილ გასხვისებით, არსებული პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური სისტემის ჩამოშლით, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განადგურებით და აფხაზთა ეთნოკულტურული ასიმილირებით უცხო ეთნიკურ სამყაროსთან.’’ ,, ეს საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა აფხაზეთის რესპუბლიკის თითოეული მოქალაქე ფინანსური თვალსაზრისით შეძლებს სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს უცხოელ მყიდველებს’’– აღნიშნეს მათ. 
,,ჩვენი მთავარი სიმდიდრე მიწაა, –განაცხადა აფხაზეთის პარლამენტის წევრმა,  აკადემიკოსმა ალმას ჯაპუამ –მისი ეფექტურად გამოყენება უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს, რასაც  ჩვენში ბევრი გაურბის,  მაგრამ ასეა თუ ისე, ეს გამოუყენებელი მიწები  უფრო მომგებიანია სახელმწიფოსთვის, ვიდრე გაყიდვის შემთხვევაში,  რადგან ბოლოს და ბოლოს, მაინც აფხაზეთის მფლობელობაში რჩება. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლებელია მათი გადანაწილება თავად აფხაზებს შორის,  ისეთი ხელშეკრულებების გაფორმება, სადაც გათვლილი იქნება აფხაზთა ეროვნული ინტერესები.

ჯაპუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საშიშროების დონის თვალსაზრისით გასხვისების პრობლემა გაცილებით მეტია ვიდრე გალის მოსახლეობის პასპორტიზაციის საკითხი, რომლის გარშემოც წელიწადზე მეტია, რაც განგაშია ატეხილი. თუ წავუყრუეთ, კატასტროფა სწორედ მიწების გასხვისება იქნება და არა ის ექნება თუ არა ვინმეს აფხაზური პასპორტი.  და კიდევ, იმისათვის, რომ რაღაც გაყიდო, უნდა იცოდე რა გიჭირავს ხელთ. კადასტრირების, ინვენტარიზაციის, აღეიცხვისა და ექსპერტული ანალიზის გარეშე გაყიდვებზე ლაპარაკიც კი მიზანშეუწონელია“.
სემინარის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება მთავრობასა და პარლამენტს მიმართონ მოთხოვნით სამართლებრივ და საპარლამენტო დონეზე დაუწესონ შეზღუდვები უცხოელთა მიერ აფხაზეთის უძრავი ქონების შესყიდვას. 

სიახლეები

რუსეთში განადგურებულია $16 მილიონის ღირებულების დრონების ნაწილების საწყობი – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკაში, განადგურებულია დრონების საწყობი. ოკუპანტებისთვის მიყენებული ზარალის...

“მედიის თავისუფლების კოალიცია” ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ მუქარასა და ძალადობას გმობს

"მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარეები საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების უსაფრთხოებაზე განცხადებას ავრცელებენ და უკიდურეს...

“ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს, ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ გამოსავალი ახალი არჩევნებია – უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი” – TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი

TAV Georgia-ს, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის, გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე ამბობს,...

სასამართლომ ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა

ოლიგარქის სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ,...