მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალი წყალმომარაგების სისტემა ანაკლიაში

ახალი წყალმომარაგების სისტემა ანაკლიაში

Published on

 ანაკლიის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი – დასრულდა ანაკლიის  წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.  პროექტის ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდა სატუმბი სადგური, რეზერვუარი და ჭაბურღილები , ასევე მოეწყო გადამცემი მაგისტრალური მილსადენი.

დასრულებული სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელმა ქეით ჯულიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...