მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილმა პოლიციის სწავლებებში მონაწილეობა მიიღო

მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის სწავლებებში მონაწილეობა მიიღო

Published on

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის სწავლებებში პირადად მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ ახალი პოლიცია პროკურატურისა და ხელისუფლების სხვა ძალოვანი ორგანოების განახლების გარეშე წარმოუდგენელია.
„დღეს დილას 09:30 საათზე შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საპატრულო პოლიციის წვრთნები ჩატარდა ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით“, – იტყობინება გუბერნატორის პრესსამსახური.
 ახალი საპატრულო პოლიციის ვარჯიში ოდესის შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 18 აგვისტოს, დილით გაიმართა. ყველა ვარჯიში – ევაკუაცია, ავტომობილის გაჩერება და ა.შ გუბერნატორმა პოლიციელებთან ერთად შეასრულა. თვითმხილველების თქმით, პოლიციელებთან ერთად, გუბერნატორმა მონაწილეობა მიიღო სამართალდამრღვევის დოკუმენტების შემოწმებასა და „დაჭრილი მოქალაქის“ ავტომობილში გადაყვანაში. ყველაფერთან ერთად სააკაშვილი პატრულის მანქანის საბარგულშიც ჩაძვრა. 
 

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...