მთავარისიახლეებისამხედრო თემადღეს გიორგი ანწუხელიძის საფლავზე

დღეს გიორგი ანწუხელიძის საფლავზე

Published on

საქართველო პატივს მიაგებს აგვისტოს ომის გმირს გიორგი ანწუხელიძეს. რომელსავ დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილმა  ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა კიდევ ერთხელ მიიღეს  სამძიმარი ოფიციალური პირებისაგან, საზოგადოების წარმომადგენლებისგან,  ყველა ქართველისაგან, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ღირსება და თავისუფლება. საგლავზე გადახდილ იქნა გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი გვირგვინით შეამკეს თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელმა და ყოფილმა  წარმომადგენლებმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. 

გმირს დღეს იხსენებენ თბილისშიც და რეგიონებშიც, ისინიც, ვისაც აქვს შესაძლებლობა მივიდეს მის საფლავთან და ისინიც, ვინც ვერ ახერხებს ამას, მაგრამ სიამაყის განცდითა და გულისტკივილით იხსენებს  გმირის  მოწამებრივი აღსასრულის ბოლო კადრებს 

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...