მთავარისიახლეებისპორტიUEFA-მ ზვიად სიჭინავას 10 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

UEFA-მ ზვიად სიჭინავას 10 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

Published on

გადავა თუ არა ზვიად სიჭინავა სამუშაოდ UEFA-ში? გამოცემა PRIMETIME -ს ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ზვიად სიჭინავას სამსახური შესთავაზა უეფაში, თანაც საკმაოდ ხანგრძლივი კონტრაქტით. აღნიშნულ შემოთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში უეფა ზვიად სიჭინავასთან 10 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სწორედ ასეთი პირობა შესთავაზეს სიჭინავას ნიონიდან. ზვიად სიჭინავა უეფა განსაკუთრებულად ენდობა. „უეფა სიჭინავას რომ ენდობა, ეს დიდი ხანია ცნობილია. სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველოს დედაქალაქმა, თბილისმა, რამდენიმე დღის წინ უეფას სუპერთასს უმასპინძლა. მასპინძლობაცაა და მასპინძლობაც. თავად უეფას წარმომადგენლები, მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები, კლუბები და უბრალო გულშემატკივრები, ერთხმად აღიარებენ იმას, რომ ამ ივენთმა საკმაოდ მაღალი ქულები მოუტანა საქართველოს უცხოელების თვალში. გახსნის ცერემონიალიდან დაწყებული, უმნიშვნელო დეტალით დასრულებული, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. სფფ-სთან ერთად, სუპერთასის ორგანიზებაში სახელმწიფოც გახლდათ ჩართული“ – წერს გამოცემა PRIMETIME.
სუპერ თასის ფინალის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი სიტყვებით, „ვფიქრობ, დღეს საუკეთესო დღეა, რომ განვაცხადო – მე მართლა მივდივარ და სადღაც 1 კვირის განმავლობაში გამოვაცხადებ არჩევნების დღეს. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე. დღეს იყო ჩემი პიკი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაღუპა ქართული ფეხბურთი, მაგრამ დღეს იყო ზეიმი. ძალიან მოხარული ვარ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი საფეხბურთო ბუცები კედელზე ჩამოვკიდე. ფეხბურთი სიჭინავას გარეშე!”. ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნები 3 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული. ზვიად სიჭინავა საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტობის სურვილი სფფ-ის ყოფილ პრეზიდენტს მერაბ ჟორდანიას აქვს. კულუარული ინფორმაციით, არჩევნებში ხელისუფლების ფავორიტი ლევან კობიაშვილი იქნება და ამბობენ, რომ გამარჯვების დიდი შანსი სწორედ შალკეს ყოფილ ფეხბურთელს აქვს.
 
ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...