„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს. „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული“ – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.
აშშ-ს საელჩოს პოზიცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით
სიახლეები
საზოგადოება
ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს
მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...
საზოგადოება
სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...
სიახლეები
14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...
სიახლეები
ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს
მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...