მთავარისიახლეებისაზოგადოებათინა ხიდაშელი: ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის

თინა ხიდაშელი: ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის

Published on

 ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთა ერთი ნაწილის  თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკური ფიგურებისა და საზოგადოების მხრიდან.

 საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს გავრცელებულ განცხადებაში მიესალმება თ ამ გადაწყვეტილებას და გამოთქვამს იმედს, რომ   სამართლიანობა აღდგება სხვა იმ თანამშროლების მიმართაც, ვინც  ასეთივე უდანაშაულო მსხვერპლი იყვნენ  “კაბელების” გამოგონილ საქმეში.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი კაბელები საქმეში ბრალდებულთა სამსახურში აღდგენის ფაქტს თავადსმინისტრის ჰუმანურ გადაწყვეტილებად აფასებს და აცხადებს, რომ ხიდაშლი, როგორც გამოცდილი იურისტი, სამართლებრივად გაუმართავ ნაბიჯს არ გადადგამდა, ამასთან აღნიშნავს, რომ სამინისტროში დაბრუნება ამ პირთა ბრალეულობის საკითხს არ ხსნის დღის წესრიგიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე  

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავად მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განმარტავს კაბელების საქმეში ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენის განმსაზღვრელ არგუმენტებს. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტოს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული, მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც ავტომატურად მოჰყვა მათი უფლებამოსილების შეჩერება, ხოლო როცა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა, კანონის თანახმად მათთვის შეჩერებული უფლებამოსილების აღდგენა მოხდა.

,,ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს,'' – წერს თავდაცვის მინისტრი.  

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...