მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ზუგდიდში

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ზუგდიდში

Published on

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში ქალაქის მერიის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის ფარგლებში  სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა, მერიის არქიტექტურის სამსახურის პრაქტიკანტმა სტუდენტებმა, ახალგაზრდა მოხალისეებმა და მერიის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრში ანდრია დადიანის სკვერის სამშენებლო ღობე მოხატეს.

მოგვიანებით ცენტრალურ ბულვარში ჩატარდა.ჭადრაკისა და ნარდის მოყვარულთა ტურნირი.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე  1999 წლიდან დაწესდა გაეროს ინიციატივით და მიზნად ისახავს ახალგაზრდობის პრობლემების აქტუალიზაციას. მსოფლიო დღეს ითვლის  სამ მილიარდ ადამიანს, რომელთა ასაკი 25 წელზე ნაკლებია და აქედან ნახევარ მილიარდზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს – არა აქვს სამუშაო და არა აქვს სწავლის საშუალება.

12 აგვისტოს ახალგაზრდები მსოფლიოს ამ  პრობლემებს ახსენებენ. გარდა ამისა, თითოეულ ამ დღეს ისინი  ირჩევენ თემებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ გამოხატონ თავიანთი პოზიცია კულტურული კლიშეების, სტერეოტიპების მიმართ, რომლებიც საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს და ზღუდავს, პირველ რიგში, ახალგაზრდობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს დღე  კონტრკულტურის დღეცაა. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ”შეძრან” ტრადიციული კულტურა. შესაბამისად, ზუგდიდში ჩატარებული ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილი პროგრამა  და, სახელდობრ, ღობის მოხატვა ჩაფიქრებულ იქნა, როგორც თვითგამოხატვის საინტერესო და არაორდინალური საშუალება .

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...