წუხელ დაკავებულმა დეპუტატმა გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა

0
499

ამ დილით ცხრასაათიანი პატიმრობის შემდეგ გორის პოლიციის განყოფილების იზოლატორი  დატოვა საქართველოს პარლემენტის წევრმა, ეროვნული ნაციონალური მოძრაობის წევრმა  გიორგი კარბელაშვილმა. 

დეპუტატის დაკავება ღამის პირველ საათზე, სოფელ ქვიშხეთში მოხდა. საქმე აღძრულია   სისხლის სამართლის საქმე 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას  ითვალისწინებს. კარბელაშვილი თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელიც აქამდე რჩება  იზოლატორში, თავდაპირველად ოსიაურის, შემდეგ კი გორის  პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დეპუტატი განმარტავს, რომ იგი ოსიაურში ჩასული იყო აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი მეომრის დათო ბლიაძის ოჯახში, რამაც პოლიციას აღუძრა ეჭვი, რომ იგი შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში მიჯდომოდა მანქანის საჭეს. 

 კარბელაშვილის მანქანა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც მანქანაში მყოფი ორივე პირი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ვითარება გორის პოლიციაში დაიძაბა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის წევრებმა, გიორგი კარბელაშვილის თანაპარტიელებმა და ოჯახის წევრებმა დაკავების მიზეზებში გარკვევისა და  პოლიციელთა მხრიდან შესაძლო პროვოკაციის აცილების მიზნით პოლიციის განყოფილებაში შესვლისა და პასუხისმგებელ პირებთან გასაუბრების კანონიერი უფლების გამოყენების დაკმაყოფილება მოითხოვეს, მაგრამ ისინი არც პოლიციის შენობაში  შეუშვეს და არც ,  პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერის შესაძლებლობა მისცეს.

არსებობს ვიდეო და და ფოტოკადრები, სადაც ჩანს ტანსაცმელშემოხეული დეპუტატი, რომელიც   დაკავებისას  არასათანადო მოპყრობის გაპროტესტებას ცდილობს. 

დეპუტატ გიორგი კაბელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე  განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ნათქვამია, რომ  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს. 

ავტომანქანას  მართავდა პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რისთვისაც იგი  თანმხლებ პირთან ერთად  უახლოეს განყოფილებაში, ოსიაურში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების ჩატარების შემდეგ გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ხოლო ე.ბ. დაკავებულია", – ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კარბელაშვილი დღეს ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. 

წუხანდელი ფაქტის კომენტირებისას  ნაციონალური მოძრაობის ლიდერები  პოლიტიკური დევნის გაგრძელებასა და ხელისუფლების მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

"საქართველოს პოლიცია დღეს ივანიშვილის დავალებით არის გამოყენებული პოლიტიკური რეპრესიის მანქანად," – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.  

წინა სტატიააგვისტოს ომი აფხაზური რაკურსით
შემდეგი სტატიამზადება უეფას სუპერთასის ფინალისთვის – სევილია ჩამოვიდა, დღეს კი ბარსელონა ჩამოდის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური