მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში (VIDEO)

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში (VIDEO)

Published on

ზუგდიდში, „სამეგრელოს განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ – ის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. ცენტრის მოხალისე მოსწავლეებმა ორგანიზაციის წინ, ასფალტზე რუსთავი 2 – ის ლოგო გამოსახეს, ხელში კი ტრანსფარანტები ეჭირად ტექსტით – შორს ხელები რუსთავი 2“ -გან,  სამეგრელოს განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ანა წითლიძის განმარტებით, ეს არის კონკრეტული მედიის მხარდასაჭერი აქცია, მისივე თქმით, რუსთავი 2 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე იდგა. „დღევანდელი აქცია ეს არის ზუგდიდელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია, პრორუსული ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ახლა ყელში გაეჩხირა რუსთავი 2 და რომელსაც უნდა ახლა რომ სიტყვის თავისუფლება წაართვას ქართველ ხალხს. ჩვენ გამოვდივართ ამის წინააღმდეგ და ახალგაზრდები ყოველთვის დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას და  იმ რუსთავი 2-ს, რომელიც აგვისტოს ყველაზე მძიმე დღეებში სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე იდგა“ – განაცხადა სამეგრელოს განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ. „ეს ჩვენი ტელევიზიაა და გვინდა, რომ ბოლომდე დემოკრატიული და თავისუფალი იყოს. ის ორი ათეული წელია ქართველ ხალხს ემსახურება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და რუსთავი 2 ისევ დარჩება ქართველი ერისა და ხალხის გვერდზე“ – განაცხადა დიმიტრი ხურციამ. 
რუსთავი 2-ის წილების დასაბრუნებლად გასულ კვირას ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის საფუძველზე სასამართლომ ჯერ ტელეკომპანიის ავტომობილები დააყადაღა, იმავე დღეს ყადაღა სამაუწყებლო კომპანიის მთლიან ქონებას დაადო. ტელეკომპანიის მხარდასაჭერად კი საქართველოს მასშტაბით აქციები იმართება, რომელსაც საზოგადოების ცნობილი სახეებიც შეურთდნენ. 
 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...