მთავარისიახლეებისპორტიმზადება უეფას სუპერთასის ფინალისთვის - სევილია ჩამოვიდა, დღეს კი ბარსელონა ჩამოდის

მზადება უეფას სუპერთასის ფინალისთვის – სევილია ჩამოვიდა, დღეს კი ბარსელონა ჩამოდის

Published on

11 აგვისტოს თბილისი, დინამო არენაზე უეფას სუპერთასის ფინალს უმასპინძლებს. ერთმანეთს 2014-2015 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ბარსელონა და ევროპალიგის ტრიუმფატორი სევილია დაუპირისპირდებიან.  გუშინ, საღამოს საფეხბურთო კლუბ სევილიას ფეხბურთელები თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ. კლუბის წევრებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში ჩამოვისნენ მათი გულშემატკივრები, რომლებიც სრული შემადგენლობით სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ დაბინავდნენ. სასტუმროსთან სევილიას გულშემატკივრებთან ერთად ბარსელონას თაყვანისმცემლებიც მივიდნენ.  კლუბ სევილიას სავარაუდოდ 3 ფეხბურთელი დააკლდება თბილისურ შეხვედრაში – ტიმ კოლოძეიჩიკი, ადილ რამი და სტივენ ნზონზი. სამივე ფეხბურთელი სალმონელის ბაქტერიით მოიწამლა. სტივენ ნზონზის თამაშს კლუბის თავკაცი უნაი ემირი თბილისში გადაწყვეტს, თუმცა კიდევ ერთი ფეხბურთელი ნიკოლას პარეხა თბილისის ნაცვლად სევილიაში გაფრინდა. ფეხბურთელი ტრამვირებულია და ის სუპერთასის ფინალს გამოტოვებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს – ბარსელონას ფეხბურთელები თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამოფრინდებიან. კატალონიური კლუბის ჩამოსვლას ქართველი გულშემატკივრები განსაკუთრებულად ელოდებიან, თუმცა მათთვის ერთი სამწუხარო ამბავი უკვე მოხდა – გუნდს სუპერთასის ფინალზე ვერ დაეხმარება ნეიმარი, რომელსაც ყბაყურა შეეყარა. ქართველი გულშემატკივრების გასახარად – დადასტურებული ინფორმაციით თბილისში ითამაშებს არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესი. ჟოან გამპერის ბაზაზე თბილისში გამომგზავრებამდე ბოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც თბილისში ითამაშებენ: ანდრე ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო, ხორდი მასიპი, დუგლას პერეირა დოს სანტოსი, ხერარდ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, პედრო როდრიგესი, ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი, ლიონელ მესი, რაფინია, ხავიერ მასკერანო, მარკ ბარტრა, მუნირ ელ-ჰადადი, სანდრო რამირესი, ხორდი ალბა, სერხიო რობერტო, ადრიანო, ტომაშ ვერმაელები, ჟერემი მატიუ, ალენ ჰალილოვიჩი, არდა თურანი და ალეიშ ვიდალი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად არიან, თბილისში ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ ადრიანო, დუგლასი და ხორდი ალბა, ხოლო ვიდალი და არდა მატჩს ბარსელონას მიმართ დაწესებული სანქციების გამო გამოტოვებენ. რაც შეეხება დინამო არენას და უშუალოდ მატჩს – ორგანიზატორების განცხადებით, ყველაფერი მზადაა და ხვალ, არენა ღირსეულად უმასპინძლებს სუპერთასის ფინალს. ამასთან, ხვალ თბილისში, სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, 18 საათიდან, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება, კერძოდ, შსს-ის ინფორმაციით, 
• მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);
• წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;
• დაიკეტება აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ.აღამაშენებლის გამზირის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; 
• ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე; 
• მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე; 
• მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.
შედეგად, სრულად დაიკეტება პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის – "დინამო არენას" მიმდებარე ქუჩები"
უეფას სუპერთასის ფინალი დინამო არენაზე თბილისის დროით 22:45 დაიწყება
 
 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...

შსს- დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2019 წელს მოქალაქე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს. ოფიციალური ინდორმაციით, 32 წლის...