მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ ენგურში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

გუშინ ენგურში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

Published on

გუშინ მდინარე ენგურში 42 წლის მამაკაცი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს  მცხოვრები რაჯი შონია დაიხრჩო.   იგი, თვითმხილველების თქმით,  მდინარეში საბანაოდ შესული დინებამ გაიტაცა. იქვე მყოფი მეგობრების, გამოძახებისთანავე  ადგილზე მისული  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მცდელობა გადაერჩინათ ახალგაზრდა, ამაო აღმოჩნდა.

რაჯი შონიას ცხედარი ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

 გასულ კვირას ეს უკვე მეორე შემთხვევაა ზუგდიდისა და წალერნჯიხის არეალში. რამდენიმე დღის წინათ სოფელ ცაიშში მდინარე ჯუმში  25 წლის გიგა გახარია დაიხრჩო. 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...