მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალურმა მოძრაობამ ენგურის ხიდზე ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია გამართა

ნაციონალურმა მოძრაობამ ენგურის ხიდზე ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია გამართა

Published on

აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ერთმა ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი ზონის“ წევრებმა ზუგდიდში, ენგურის ხიდიდან  კიდევ ერთხელ დაგმეს ქვეყნის ოკუპაცია და ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის მიმართ  მეტი პრინციპულობისა და აქტიური   პოლიტიკური მოქმედებისკენ მოუწოდეს.

დეპუტატების განცხადებით, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო რეალურად დადგა საშიშროების წინაშე, რადგან რუსეთის საბოლოო მიზანი  ქვეყნის სრული ანექსია იყო, თუმცა მაშინ საქართველომ შეძლო მისი  შეჩერება.

,,ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ საფრთხეს, რომელიც ყოველდღიურად მოემართება ჩვენკენ აგრესორის ქვეყნის მხრიდან, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელი, თუკი დავუპირისპირდებით ერთობით, სახელმწიფოს მშენებლობით, დემოკრატიის მშენებლობით – აღნიშნა აქციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სერგო რატიანმა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თენგიზ გუნავას განცხადებით, დღევანდელი დღე არის მანიშნებელი იმისა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იბრძოლებს მათიო დაბრუნებისთვის  და არასოდეს დაივიწყებს ქვეყნის მთლიანობას შეწირულ გმირებს. 

ენგურის ხიდიდან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა გადაინაცვლეს განმუხურში, საოკუპაციო ხაზთან უშუალო  სიახლოვეს, სადაც  მოეწყო კავკასიის პრობლემატიკის ნიშნით გაერთიანებული 8 დოკუმენტური ფილმის ,,რუსეთის"  ჩვენება.

ავტორების განცხადებით, მალე ფილმის რუსულენოვანი ვერსიაც მომზადდება და ინტერნეტში განთავსდება. 

 

 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...