ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის, კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სხდომის განსახილველ საკითხებზე დეპუტატების მიერ გამოთქმულმა აზრთა სხვადასხვაობამ ხმაური გამოიწვია, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა აზრის გამოთქმის ხელისშეშლაში დაადანაშაულა. აღნიშნულ კამათს ასევე დეპუტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა. საბოლოოდ სხდომაზე 15 წუთით შესვენება გამოცხადდა. ანი წითლიძემ და გიორგი თოდუამ სხდომის ბოლოს დაპირისპირების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთეს. საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ განცხადება გააკეთა, კერძოდ, დეპუტატის თქმით, მერიის არქიტექტურის სამსახური და მისი ხელმძღვანელი ეკატერინე თოდუა დაკისრებულო მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს. წითლიძის თქმით, მცირე მეწარმემ გია ჯიქიამ მერიას სწრაფი კვების ობიექტის გახსნის ნებართის მოპოვების შსახებ მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა. მისი თქმით, მერიის სამსახური ამ დრომდე პასუხს არ იძლევა ნებართვის გაცემის შესახებ.მცირე მეწარმე გია ჯიქია ზუგდიდის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ლელა ქებურიას მეუღლეა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეა. უკავშირდება თუ არა გია ჯიქიას საქმეს მეუღლის პოლიტიკური საქმიანობა ამაზე ანა წითლიძე ამბობს, რომ არსებობს ამის ნიშნები. ტელეკომპანია ოდიში გია ჯიქიას დაუკავშირდა, თუმცა მან სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა ჩვენთან პირად საუბარში დაადასტურა, რომ აღნიშნული ფაქტი ნამდვილად მოხდა და საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ანა წითლიძის მიერ გაკეთებული გაცხადება სიმართლეს შეესაბამება. მიუხედავად დიდი მცდელობისა ტელეკომპანია ოდიში ვერ დაუკავშირდა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს. ეკატერინე თოდუამ ჩვენი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად სატელეფონო ზარზე და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე არ გვიპასუხა.
სიახლეები
საზოგადოება
ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს
მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...
საზოგადოება
სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...
სიახლეები
14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...
სიახლეები
ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს
მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...