ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში დაგეგმილზე 215 ათასი ლარით ნაკლები შევიდა– ითქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე

0
506

დღეს გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზედაც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ ადგილობრივი  ბიუჯეტის 6 თვის ანგარიში წარადგინა.

წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების  მაჩვენებელი 96%-ს შეადგენს, რაბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში  დაგეგმილზე 215 ათასი ლარით ნაკლები შევიდა.ც ნიშნავს, რომ 

ბიუჯეტში თანხების უკმარისობა ნანი მიქენაიას განმარტებით, გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის იმით, რომ იკლო ადგილზე გადახდილი ჯარიმების ოდენობამ, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციული დარღვევების შემცირებით შეიძლება აიხსნას. ,,ეს თავისთავად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ  ცუდია, რომ ბიუჯეტზე აისახება’’ – განაცხადა სხდომაზე ნანი მიქენაიამ.

იგი ძირითადად დადებითად აფასებს ბიუჯეტის შესრულების 97 პროცენტიან მაჩვენებელს, ისევე როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუშაობას  თანხების ათვისების მხრივ, რითაც ეს უკანასკნელი  წინ უსწრებს რეგიონის ყველა სხვა მუნიციპალიტეტს, თუმცა ხარვეზებს ამ ნაწილშიც ჰქონდა ადგილი – ყველაზე დიდი  შეფერხებები იყო  სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ათვისების მხრივ.

ამ შეფერხებების ერთერთ მიზეზად დასახელდა  ტენდერში მონაწილე კომპანიების მიერ პროექტების მომზადებისა და წარდგენის  ვადების დარღვევა– დაგვიანება, ხარვეზები პროექტებში, რომელთა გასწორება დროს მოითხოვს, პროექტის შესახებ ექსპერტული დასკვნების დავიანებით მომზადება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ და სხვ.  

ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაზე დეპუტატების მხრიდან დაისვა საკმაოდ მწვავე შეკითხვები ბიუჯეტში გარღვევის მიზეზების გარშემო და განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოითქვა სოფლის მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან იმის გამო, რომ  სოფლებში მრავალჯერ დაპირებული პროექტების  შესრულება ჭიანურდება ან საერთოდ არ უჩანს პირი. მათი გაღიზიანების საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ განმარტა, რომ კეთდება ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც არის, მაგრამ თანხების სიმცირის გამო უპირატესობა ენიჭება გადაუდებელ საჭიროებებს.

 

 

წინა სტატიარუსი სამხედროები საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავებას შეუდგნენ
შემდეგი სტატიახმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური