მთავარისიახლეებისაზოგადოებატელეკომპანია ოდიში დღეიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა

ტელეკომპანია ოდიში დღეიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა

Published on

დღეს, დილის 10 საათზე სამეგრელოს მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშა. დღეიდან ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ჯვარში ციფრული მაუწყებლობა ჩაირთო. ამასთან, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე განთავსებული ხელისშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები გაითიშა. დღეიდან, ტელეკომპანია „ოდიში“ ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობიდან ოფიციალურად ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. არხის მაყურებლებს საშუალება აქვთ ტელეკომპანიის გადაცემებს მაღალი გარჩევადობის ხარისხით უყურონ. ტელეკომპანია ოდიშის ტექნიკური დირექტორის გოჩა მინჯორაიას განცხადებით, ტელევიზია აბსოლუტურად მომზადებული შეხვდა ციფრული მაუწყებლობის ჩართვის პროცესს. ამასთან, ტელეკომპანიის ტექნიკური დირექტორის განმარტებით, არხის ციფრული სიგნალი დაახლოებით ერთი თვეა რაც ჩართულია და ამ პერიოდის განმავლობაში სპეციალური მოწყობილობის – სეთ თოფ ბოქსის გამოყენებით მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ ტელეკომპანია „ოდიშის“  ციფრული მაუწყებლობისთვის ეყურებინათ. დილიდანვე რიგებია ზუგდიდში ტექნიკის მაღაზიებში. ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ მოსახლეობა მასობრივად სეთ-თოფ-ბოქსებს ყიდულობს. რიგებია ელექტრონული ტექნიკის მაღაზია „ალგორითმში“, სადაც მსურველებს საშუალება აქვთ საუკეთესო წარმოების სეთ-თოფ ბოქსები შეიძინონ ხელმისაწვდომ ფასად. ამასთან, მაღაზიაში მოქმედებს განვადების სისტემა მსურველებისთვის. ალგორითმში ამბობენ, რომ შეძენილი ტექნიკა საუკეთესოა, რაც ხარისხიანი მუშაობის გარანტია.

სიახლეები

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...