მთავარისიახლეებისაზოგადოებაგალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ თხილის სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად...

გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ თხილის სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად დანაშაულებრივი სამყარო შეიძლება გააქტიურდეს

Published on

,,ბოლო სამი წლის მანძილზე ჩემს დანიშვნამდე გალის რაიონში 24 ადამიანის გატაცება მოხდა – განაცხადა გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ გუშინ გამართულ შეხვედრაზე გალის მოსახლეობასთან – გამტაცებლებმა მათი განთავისუფლების სანაცვლოდ ჯამში 4 მილიონი რუბლი გამოსძალეს მათ ახლობლებს.

მისი თქმით, იმ რვა თვის მანძილზე, რაც იგი რაიონის ხელმძღვანელობაში მოვიდა, ,,გატაცების ერთ მცდელობასაც  არ ჩაუვლია გამტაცებელთა ჯგუფის ლიკვიდაციის გარეშე, მაგრამ,  სამწუხაროდ, ყველა ასეთი ჯგუფი ჯერაც არ არის გაუვნებელყოფილი და არ არის გამორიცხული ძველი პრაქტიკის გაგრძელებას შეეცადონ. მხოლოდ მილიციის ძალებით სიტუაციას გალის რაიონში ვერ გამოვასწორებთ, ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ.“

ნადარაიამ  გამოთქვა ვარაუდი, რომ თხილის მოსავლის აღების სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად დანაშაულებრივი სამყარო კვლავ შეიძლება გააქტიურდეს:  ბანდდაჯგუფებებს გათვლილი აქვთ, რომ თხილის აღებასთან ერთად მოსახლეობას გაუჩნდება ფული, ამიტომ ყურადღებიდან არ უნდა გამოგვეპაროს უცნობი პირების გამოჩენა სოფლებში, 

ადრე გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გალის რაიონში სისტემატურად მუშაობს საპატრულო სამსახური, შიმნაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ქვედანაყოფები, მაგრამ ,  კრიმინოგენული სიტუაციის სტაბილიზაცია ძალოვანი სტრუქტურების შეწყობილ მუშაობასთან ერთად ეკონომიკის გაძლიერებასაც  მოითხოვს 

სიახლეები

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...