დაიწყება თუ არა კოალიცია ქართულ ოცნებაში საკადრო წმენდა? საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კოალიცია რეგიონებში გასვლას იწყებს იმისთვის, რომ შეამოწმოს ხალხის განწყობა და პოზიცია. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ცოტა ხნის წინ შედგა კოალიციის პოლიტიკური საბჭოს შეხვედრაც, სადაც სავარაუდოდ საუბარი იყო წინასაარჩევნო პერიოდზე, პარტიულ სიებზე ა.შ არსებული ინფორმაციით, ახალ საარჩევნო სიებში ბევრი დღევანდელი პოლიტიკური სახე არ იქნება – საუბარია მსახიობებზე და სპორტსმენები. გავრცელებული ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა არსებული სახელისუფლებო გუნდით და ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას. როგორც ამბობენ, აქცენტი ახალ სახეებზე კეთდება და ამისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რეგიონებში გასვლას კოალიცია შემოდგომიდან, კერძოდ სექტემბრიდან გეგმავს. ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ კი სიებზე მუშაობაც დაიწყება. აღნიშნულ პროცესს კი სავარაუდოდ დიდი დაპირისპირებაც მოჰყვება, საბოლოო სიტყვა და შესაბამისად გადაწყვეტილებაც დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილზე იქნება. ამასთან, სულ უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე თავიანთი ხალხის გაყვანას შეეცდებიან.
სიახლეები
სიახლეები
Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki
Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...
სიახლეები
რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...
მსოფლიო
ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...
სიახლეები
ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა
ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...