ნინო ბურჯანაძეს უკრაინაში შესვლა აეკრძალა

0
467

გუშინ და დღეს უკრაინის მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია ნინო ბურჯანაძის   პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ უკრაინაში, თუმცა არ არის ცნობილი,  რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აკრძალვა – როგორც წესი, აკრძალვა ხუთ წელს მოქმედებს.  

,,ევროპეისკაია პრავდას’’ ცნობით,  უკრაინის უშიშროების საბჭომ ჯერ კიდევ ივლისის მეორე ნახევარში მიიღო გადაწყვეტილება პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერისათვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის შესახებ,  თუმცა ეს ფაქტი კარგა ხანს არ ხმაურდებოდა, რადგან მიმდინარეობდა საკითხის გადამოწმება. . უფრო მეტიც,  უშიშროების საბჭომ მედიაში გაჟონილი ინფორმაციის პასუხად  ოფიციალურად განაცხადა, რომ ასეთი აკრძალვა ნინო ბურჯანაძის მიმართ არ გამოყენებულა და შესაბამისად, გაჩნდა  ვარაუდი, რომ უშიშროების სამსახურმა უარი თქვა ამ იდეაზე პოლიტიკური მოსაზრებებით .

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ინიცირებულ იქნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით. რამდენიმე სააგენტო, მათ შორის ინტერნეტგამოცემა APSNY.geრუსეთისა და უკრაინის  მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აკრძალვის ინიციატივა ეფუძნებოდა  რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმართვას უკრაინის  საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი   ყურადღება მიექცია 10 -11 ივლისს მოსკოვში ვიზიტად მყოფი ბურჯანაძის დაუშვებელი ანტიუკრაინული საჯარო გამონათქვამებისათვის.

როგორც უნიანის კორესპონდენტი წერს, ,,ამ გამონათქვამებში ბურჯანაძე  ამართლებს  ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ და თვლის, რომ ყირიმის მოწყვეტა უკრაინისგან გამართლებულია, ხოლო აფხაზეთისა და ოსეთისა საქართველოსგან – არა . იგი ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს და ვერ ხედავს პრობლემას რეფერენდუმის ჩატარებაში რუსი სამხედროების მიერ დამიზნებული  ავტომატების ქვეშ.  მოსკოვში  ჟურნალისტებისათვის გაკეთებულ კომენტარებში მან განაცხადა, რომ  ახდენს კონსტატაციას იმ ფაქტისა, რომ  ყირიმი დღეს  რუსეთის ნაწილია და ვერ ვხედავს ვერავითარ შანსს ყირიმი ოდესმე ისევ უკრაინის ნაწილი გახდეს’’.

კითხვაზე თუ როგორ აფასებს იგი ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც ყირიმში რუსეთის ჯარების შეყვანისა და ოკუპაციის პირობებში ჩატარდა, ბურჯანაძემ უპასუხა: ვერ ვხედავ  რამდენადმე გარკვეულ ნიშნებს იმისა, რომ ადამიანები ხმას იძულებით აძლევდნენ – ჩვენ ყველამ ვიხილეთ ხალხის მასობრივი  აქტიურობის დამადასტურებელი  კადრები და ვფიქრობ, არავინს გაჰკვირვებია, რომ ყირიმმა ხმა მისცა იმას, რასაც მისცა. არა აქვს მნიშვნელობა, იქნებოდნენ თუ არ იქნებოდნენ იქ რუსი სამხედროები – ყველა შემთხვევაში ასეთ შედეგს მივიღებდით. – ამტკიცებს იგი.  ბურჯანაძე თვლის, რომ ეს მოჰყვა ,,რუსული ენის აკრძალვის მცდელობას  უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და მის განცხადებებს რუსეთის ფედერაციასთან  ნებისმიერი სახის კავშირების გაწყვეტის შესახებ  .

წინა სტატიაშემთხვევა ტობა- ვარჩხილის ტურისტულ მარშრუტზე
შემდეგი სტატიაერთი დოლარის 2.2798 ლარი გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური