მთავარისიახლეებისაზოგადოებააფეთქება ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე

აფეთქება ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე

Published on

 
11:16 04-08-2015
 

აზერბაიჯანული გამოცემა აპა.ეკონომიკსი სოკარის პრეს სამსახურის ცნობაზე დაყრდნობით  ავრცელებს ინფორმაციას, რომ   ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა.  
აფეთქების ადგილად თურქეთის  პროვინციის ყარსის სარგამიშის რაიონი სახელდება. ამ ადგილას გაზსადენი ტყეშია გაყვანილი და იყო საშიშროება  აფეთქებას  ტყის ხანძარი გამოეწვია, თუმცა, ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა და    ზარალიც  დიდი არ არის –  რეგიონში გაზის მიწოდება მხოლოდმცირე ხნით შეფერხდა. 
 კონტროლს გაზსადენის იმ მონაკვეთზე, სადაც  აფეთქება მოხდა, თურქეთის მხარე ახორციელებს, კერძოდ  კომპანია ბოტასი, რომლის განცხადებით, აფეთქებამდე 8-9 საათით ადრე მოცემულ მონაკვეთში გაზის გატარება შეჩერებული იყო გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო. ეს რომ არა,აფეთქების შედეგები მეტად საზიანო იქნებოდა და ახლომდებარე დასახლებებსაც შეეხებოდა – ადგილობრივების თქმით, აფეთქების ხმა 20 კილომეტრის რადიუსში გაიგონეს  და ცეცხლის ალი დიდი მანძილიდანაც ჩანდა. 
 მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.   ყარსის გუბერნატორი გუნაი ოზდემირი აცხადებს, რომ  მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დროებითი შეფერხება რეგიონში გაზის მიწოდებაში  მალევე აღმოიფხვრება.  

 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...