მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს

შსს გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს

Published on

შსს-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა. უწყების მინისტრის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შსს უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური ახლად შექმნილი სამსახურის უფროსად დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ 1-ელი აგვისტოდან შეუდგა მუშაობას.
გიორგი მღებრიშვილი 1970 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა. 1990-1996 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა – სამართალმცოდნეობა. მან კარიერა 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სტაჟიორად დაიწყო. ამის შემდეგ გიორგი მღებრიშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. 2014 წლიდან დღემდე იგი იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს. 
გიორგი მღებრიშვილი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...