მთავარისიახლეებიმსოფლიოგაეროს უშიშროების საბჭოში მალაიზიური ბოინგის კატასტროფასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება

გაეროს უშიშროების საბჭოში მალაიზიური ბოინგის კატასტროფასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება

Published on

გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭი ეყრება  უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური ავია ლაინერის შესახებ რეზოლუციას, რომელიც საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითვალისწინებს. არის მოლოდინი, რომ რეზოლუციის პროექტის მწვავე დიპლომატიურ ბატალიაში გადაიზრდება.

რეზოლუცია განსახილველად მალაიზიამ შეიტანა, მის ინიციატივას შეურთდნენ ავსტრალია, ბელგია, ნიდერლანდები და უკრაინა. მათი მიმართვა გაეროს უშიშროების საბჭოსადმი შეიცავს თხოვნას სანქცირებულ იქნას დამოუკიდებელი საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რომელიც მოახდენს 2014 წლის ივლისში ავიაკომპანია ,,მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბოინგ 777 ის კატასტროფაში მონაწილე სამხედრო  დამნაშავეთა დადგენასა და დასჯას

გაეროს ფარგლებში სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა მიმართვის ავტორების მიერ მიიჩნევა სამართლის აღსრულების  საუკეთესო საშუალებად კატასტროფის მსხვერპლთა ნათესავებისა და ახლობლებისათვის, თუმცა საერთაშორისო სასამართლოებში მოსარჩელეებს პრაქტიკულად შანსი არა აქვთ. საერთაშორისო სამართლის პროცედურები ასეთი შემთხვევებისათვის არ არის შემუშავებული  და ხშირად განისაზღვრება  სარჩელის განხილვაში მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობით.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფის პირველივე საათებში გაჩნდა ვერსიები, რომ პასუხისმგებლობა მომხდარისათვის  ეკისრება უკრაინაში მოქმედ სეპარატისტ მებრძოლებს, რომელნიც რუსეთის მხრიდან იარაღდებიან. ეს თვალსაზრისი დასტურდება ჰოლანდიელი გამომძიებლების დასკვნებში.

თავის მხრივ,  რუსეთის კონცერნი ,,ალმაზ-ანთეი“, რომელიც საკუთარ გამოძიებას აწარმოებდა, ამტკიცებს, რომ ბოინგი ჩამოგდებულ იქნა რაკეტით 9მ38მ1 3პკ ,,ბუკ-მ1’’, რომელიც ვერ იქნებოდა გაშვებული სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
ამაზე დაყრდნობით, რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს უკრაინელი სეპარატისტების ანტისაჰაერო რაკეტებით მომარაგების შესახებ და აცხადებს, რომ ისარგებლებს ყველა უფლებით  იმისათვის, რომ არ დაუშვას  რეზოლუციას მიღება. რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოში ვიტალი ჩურკინი კოლეგების ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ კატასტროფის მიზეზების  გამოძიება სრულიად გასაიდუმლოებულია და მისი ობიექტურობა სერიოზულ კითხვებს ბადებს. ასეთივე შეფასება გაჟღერდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დონეზეც, მისი თქმით, ტრიბუნალის შექმნა ,,ნაადრევია და კონტრპროდუქტიული",

ადრე რუსეთის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს განსახილველად  წარუდგინა რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი საერტაშორისიო გამოძიების მხარდაჭერაზე. 

რუსეთის პოზიციამ შეიძლება გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიოს ტრიბუნალის შექმნის  საკითხზე. შეგახსენებთ, რომ რუსეთს აქვს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი, რაც მას აძლევს შესაძლებლობას დაბლოკოს ამ ორგანოს ნებისმიერი რეზოლუცია თუ გადაწყვეტილება. 

სიახლეები

ზუგდიდში პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

შსს- დაკავებულია პენსიონერი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა

თბილისში არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული...

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....