ალექსანდრე ანქვაბი: ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს, რა სურს მას გალის რაიონში და რის ფასად დაუჯდება ეს აფხაზეთის სახელმწიფოს

0
485

პასპორტიზაცია, ახალი დევნილები და პერსპექტივები სამურზაყანო აფხაზეთში

 

ბატონო ალექსანდრე,  ამ  დღეებში  მედიაში  წავიკითხე ინფორმაცია  გალის  რაიონში შემდგარ თათბირზე, რომელიც პრემიერმინისტრმა  . მიქვაბიამ ჩაატარა. საყურადღებოა რაიონის ხელმძღვანელის . ნადარაიას ინიციატივა – მიღებულ იქნას  კანონი  საზღვრისპირა  გალის რაიონზე. რას ფიქრობთ ამ იდეაზე?

–        ცოტა ძნელია ამ ექსპრომტს იდეა უწოდო, მაგრამ თუ  ვინმეს ეს მაინც ასე ჰგონია, ფრიად უბადრუკი იდეა გახლავთ. ეს რომ გაიგო, აუცილებელია იცოდე, რა ნიადაგზე ჩნდება ამ ტიპის ოდიოზური ინიციატივები გუშინდელი ოპოზიციისაგან, რომლისთვისაც გალის რაიონის მოსახლეობის ბედი სულერთია. ეს ოპოზიციამ არაერთხელ დაამტკიცა პირადი მაგალითით.

–       ამასთან დაკავშირებით მახსენდებარომ ადრე ყოფილი ოპოზიციის მიერ თქვენდამი წაყენებული ერთერთი საკვანძო ბრალდება იყო აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრები  ქართველების პასპორტიზაციის თემა. რა მოტივი გამოძრავებდათ ამ საქმეში?

–  სანამ ამას შევეხებოდე, მინდა შეგახსენოთ რამდენიმე მოვლენა, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდებოდა. საქართველოსთან ომის  შემდეგ აფხაზურმა მხარემ არაერთხელ სცადა ცალმხრივი წესით დაებრუნებინა ქართველი დევნილები გალის რაიონში. ასე მაგალითად, გამარჯვებიდან სულ რაღაც 42 დღეში, 1993 წლის11 ნოემბერს აფხაზეთი სრესპუბლიკის უმაღლესი  საბჭოსპრეზიდიუმმა მიიღო  დადგენილება,,გალის რაიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ღონისძიებათა შესახებ’’, ხოლო1994 წლის 4 აპრილს მოსკოვში აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთისა და გაეროს (იძულებით ადაადგილებულ პირთა საქმეებში უმაღლესი კომისრის  სახით) მიერ ხელი მოეწერა,,ოთხმხრივ შეთანხმებას ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ“

გაეროს მისიის მონაცემებით, 1998 წლის 25 მაისისთვის გალის რაიონში დაბრუნებული და დარეგისტრირებული პირების რაოდენობა 25 774 ადამიანს შეადგენდა.

1998 წლის მაისში გალის რაიონში  ლოკალური საომარი მოქმედებების განახლებისა და რაიონის მცხოვრებთა ხელახალი გასვლის შემდეგ, 1999 წლის1 მარტს აფხაზეთის პრეზიდენტის ვ. არძინბა სგანკარგულებით შეიქმნა კომისია პირველი ვიცეპრემიერის კ. ოზგანის თავმჯდომარეობით, რომლის ფუნქცია განისაზღვრა როგორც პირობების მომზადება  დევნილთა დაბრუნებისთვის

იმავე წლის 6 ნოემბერს აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებული დევნილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების კომისია აცხადებდა შემდეგს: ქართველი დევნილების დაბრუნება გალის რაიონში გრძელდება. მათი ორგანიზებულად და ნებაყოფლობით დაბრუნების პროცესიდაიწყო1999 წლის1 მარტიდან აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიერ. დევნილთა საერთო რაოდენობა შეადგენს 60 ათას ადამიანს, მათგან დარეგისტრირებულია 35 ათასი, ხოლო 25 ათასზე მეტიდაურეგისტრირებელი რჩება.

რა სახის დოკუმენტები გაიცემოდა დაბრუნებულ დევნილებზე?

– გალის რაიონში დაბრუნებული პირების საბჭოთა პასპორტში დაისმებოდა შტამპი ,,დარეგისტრირებულია აფხაზეთის რესპუბლიკის საპასპორტო სახელმწიფო ბიუროში. ხოლო. მათთვის,  ვისაც ეს პასპორტი არ ჰქონდა, შს გასცემდა პასპორტის შემცვლელ ოფიციალურ დოკუმენტს– ფორმა №9 ან საბჭოთა საზღვარგარეთულ პასპორტს სერიით 41, 42 ანუ ე.წ. ,,აჭარულ‘’ პასპორტებს. ასეთი დოკუმენტების გაცემა დაიშვებოდა მოქალაქეობის არმქონე პირებზეც. ცნობისათვის, მე არასოდეს ვყოფილვარ სახელმწიფო საპასპორტო ბიუროს წარმომადგენელი, ხოლო შს სამინისტროში არ მიმუშავია 1993 წლიდან და საერთოდ ამ დროიდან 2005 წლამდე არავითარი თანამდებობა არ მჭერია. ასე რომ არავითარი წვლილი არ მიმიძღვის პასპორტიზაციაში, რომელსაც 1996 წლიდან 2005 წლამდე ჰქონდა ადგილი.

სხვათა შორის, არსებობს ოფიციალური დოკუმენტი – აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2004 წლის №354 განკარგულება, რომელსაც მაშინდელი პრემიერ – მონისტრი რაულ ხაჯიმბა აწერს ხელს. ამ დოკუმენტის თანახმად,რაიონებისა და ქ. სოხუმის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალათ პროცედურების გამარტივება ფორმა №9 მიღების მსურველთათვის,  მათ შორის იმ პირთათვის, რომელთაც დაკარგული აქვთ პასპორტი ან მოცემული მომენტისათვის  მიწერილი არიან აფხაზეთის საზღვრებს გარეთ, თუმცა ფაქტობრივად ცხოვრობენ ადრინდელი მიწერის ადგილზე.

ინტერვიუში ,,დამოუკიდევლობის ათი წელი’’, რომელიც 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მისცა მედიას რაულ ხაჯიმბამ  პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში, აგრეთვე იმავე წლით დათარიღებულ ინტერვიუში პემიერ მინისტრის რანგში იგი ამბობს, რომ გალის რაიონში დაბრუნებულია 60 ათასი ქართველი, სხვა რაიონებში – 20 ათასი, რაც   საბოლოო ჯამში 80 ათასს შეადგენს, ამასთან ხაზგასმით ამბობს, რომ გალში დაბრუნებული ყველა დევნილი აფხაზეთის მოქალაქეა.

ეს შთამბეჭდავი ციფრებია. და რა მონაწილეობას იღებს ეს ხალხი აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში?

– 1999 წელს გალის რაიონში დაბრუნებულმა 11 984 კაცმა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში დამოუკიდებლობის შესახებ, 11 096 – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. 2004 წელს 15 ათასზე მეტმა ქართველმა  მიიღო მონაწილეობა რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში, 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში – 12 948 ამომრჩეველმა და ა.შ . სხვათა შორის, გაცილებით ნაკლები ქართველი ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული 2009 წლის საპრეზიდენტო,  2011 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. საბოლოო ჯამში გალის რაიონის მცხოვრებლებს მონაწილეობა აქვთ მიღებული 14 სხვადასხვა დონის არჩევნებში. ბუნებრივია, იბადება კითხვა – თუ ეს მოქალაქეები არიან მტრები, მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, როგორც ამას დღეს ამტკიცებენ ყოფილი ოპოზიციონერები, რატომ არ გაუწიეს წინააღნდეგობა მათ დაშვებას რეფერენდუმში და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში?  როგორ ავხსნათ,  რომ ისინი თავიანთ მაშინდელ მიმართვებში ,,მტრებს’’ სთხოვდნენ მხარი დაეჭირათ მათთვის არჩევნებზე? აკი მათ , ვინც დღეს ამ მტრების მხარდაჭერაში მადანაშაულებს, მაშინაც საკვანძო თანამდებობები ეჭირათ რესპუბლიკის მმართველობაში, მათ შორის სახელმწიფო უშიშროების სამსახურებში?

–        იქნებ ჯობდა დევნილებზე  საერთოდ არ გაცემულიყო ოფიციალური დოკუმენტები – არც ფორმა 9, არც საბჭოთა ტიპის პასპორტი და შემდეგ აფხაზურიც, იქნებ უნდა დავჯერებოდით მათთვის  მხოლოდ დევნილის მოწმობის მიცემას? ამაზეც ხომ იყო ლაპარაკი ცალკეული ექსპერტების მხრიდან?

–        ეს საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და უნდა მიღებულიყო საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც დააკმაყოფილებდა დევნილთა დაბრუნების პროცესში პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაინტერესებულსა და ჩართულ ყველა მხარეს, მხედველობაში მაქვს საქართველო, რუსეთი, გაერო და უშუალოდ აფხაზეთი, რომელზეც მოდიოდა მთელი პასუხისმგებლობა საბოლოო შედეგისათვის. ამ სიტუაციაში დევნილთა დაბრუნების შეფერხების წინააღმდეგ გამოვიდოდა ყველა, ჩვენს გარდა.

აქ მინდა ორიოდ სიტყვა  ვთქვა საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც მსგავს შემთხვევებში გამოიყენება. მესმის,  რომ ზოგიერთმა ამ ჩემს სიტყვებს შეიძლება სულ სხვა ინტერპრეტაცია მისცეს, მაგრამ მაინც ვიტყვი: დევნილებს ან საერთოდ  არ აბრუნებენ და მაშინ ნებისმიერ ფასად იცავენ თავს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლისაგან (შეგახსენებთ ანალოგიურ სიტუაციას ბალკანეთში, კერძოდ, კოსოვოში, მაგრამ შეგახსენებთ არა როგორც სამომავლო რეკომენდაციას, არამედ  მოცემულობას, ისტორიულ ფაქტს.),  და თუ დევნილებს აბრუნებენ, თავის თავზე იღებენ მათზე მთელ პასუხისმგებლობას. ჩვენ მეორე ვარიანტი გვქონდა. ამიტომ ხელისუფლების ყველა შემდგომი ქმედება ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდებოდა: აფხაზეთის სახელმწიფო მოქალაქეთა ამ კატეგორიისათვის საარჩევნო  უფლებების მინიჭების გარდა, იწვევდა მათ სამხედრო სამსახურში, უხდიდა პენსიებსა და შემწეობებს და ა.შ.   მოქალაქეობის არმქონე პირებს არ შეუძლიათ ისარგებლონ ასეთი უფლებებით – ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში,  რეფერენდუმში ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასე შემდეგ. ეს აქსიომაა.

 –რას უნდა ველოდოთ  ,,აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონისა’’ და, შესაძლოა აგრეთვე , ,,საზღვრისპირა გალის რაიონის შესახებ კანონის’’ მიღების შემთხვევაში?

–ამ იდეის ავტორებს,  სანამ მოცემულ პრობლემას პრეზიდენტ ანქვაბის წინააღმდეგ მიმართულ ინსტრუმენტად გამოიყენებდნენ, სტრატეგიულად, სახელმწიფოებრივად დაფიქრება მართებდათ, მაგრამ  მათ ამის უნარი არა აქვთ. ამიტომ წარმოიშვა დღეს ძალიან სერიოზული პრობლემა – ჩემი მოწინააღმდეგეების იმპულსური ქმედებებიდან ჩანს, რომ ახლა ისინი ცდილობდნენ როგორმე ამობობღდნენ ამ მყრალი სიტუაციიდან ,,აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის’’ მიღებით. ვბედავ ვამტკიცო. რომ ეს გაცილებით უარესია და სახიფათო, ვიდრე 22 წლის წინათ დევნილთა დაბრუნებაზე უარის თქმა იქნებოდა. 

საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად  უნდა კვლავ დევნილებად და აფხაზეთის არამოქალაქეებად აღიაროს აქამდე  დაბრუნებული ყველა პირი, განუსაზღვრელიდროით  ანუ არ არის ცნობილი,  თუ რამდენ ხანს გასტანს მათი ასეთი მდგომარეობა. 

ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ.აფხაზეთის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე  გვეყოლება დიდი  რაოდენობა  მოქალაქეობის არმქონე ადამიანებისა, რომელნიც მუდმივად ცხოვრობენ აქ და რაოდენობრივადაც იზრდებიან . ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ ჩვენ მათ თავს შეგნებულად ვუთმობთ საქართველოს სახელმწიფოს, რითაც ამ უკანასკნელს   ვაძლევთ  სამართლებრივ შესაძლებლობას სრულიად დასაბუთებული უფლებით გამოვიდეს მათ დასაცავად საერთაშორისო ინსტანციებში, ხოლო გარკვეულ გარემოებებში – ამ მიზნით  უფრო სახიფათო ნაბიჯებსაც მიმართოს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს წარმოქმნის სხვა ურთიერთდაკავშირებული პრობლემების ჯაჭვსაც –  ეს ადამიანები სრულიად ღიად და ოფიციალურად  ისარგებლებენ სოციალური გარანტიებით, რომლითაც მათ საქართველო უზრუნველყოფს, იმსახურებენ თავიანთი ქვეყნის არმიაში, კიდევ უფრო მიეჯაჭვებიან ამ სახელმწიფოს და, აქედან გამომდინარე, ლაპარაკიც ზედმეტი იქნება  მათ ინტეგრირებაზე აფხაზურ საზოგადოებაში. გარდა ამისა, კანონი არ განსაზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიებს, რომლებზედაც მისი მოქმედება  გავრცელდება ამ პირთა მიმართ, ეს კი ნიშნავს, რომ ქართველი დევნილები შეიძლება დამკვიდრდნენ არა მხოლოდ გალის ან ტყვარჩელის, არამედ რესპუბლიკის ყველა სხვა რაიონსა და ქალაქშიც.

–        მრჩება შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთის ხელისუფლება აპირებს გალისა და სხვა რაიონების მთელ ქართულ მოსახლეობას მისცეს ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა

–        უნდა გავითვალისწინოთ, რომ .მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, ბინადრობის  მოწმობა არის შერჩევითი, გამონაკლისის ხასიათის ზომა, რომელიც ვრცელდება ცალკეულ პირებზე. ამასთან ეს ხდება მათი სურვილისა და მოთხოვნის საფუძველზე და არა იძულებით. ბინადრობის მოწმობა არ შეიძლება სისტემურად დაურიგდეს   კომპაქტურად დასახლებულ ეთნიკურ ჯგუფს. ეს აბსურდია, თუკი ჩვენ არ გვაქვს მიზნად შევქმნათ ავტონომია ან გეტო თუ რეზერვაცია გალის რაიონში.

 სხვაგვარად ვერც ახსნი შემოთავაზებულ კანონს ,,საზღვრისპირა გალის რაიონის შესახებ’’, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს იქნება აფხაზეთის სრულიად ახალი სიტყვა საერთაშორისო იურისპრუდენციაში, ვიტყვი, რომ   ეს ..ნოვაცია’’ სრული სისულელეა, ხოლო სისულელეს ობის მსგავსად აქვს თვისება მარადიულ კატეგორიად იქცეს. და რატომ უნდა ისმინოს და დაეთანხმოს  ამას ხალხი და ქვეყანა?

–        და კიდევ ერთი საკითხი :  ეთნიკური აფხაზები -გალის რაიონში

–        ზემოთხსენებულ შემთხვევაში ეთნიკური აფხაზები, რომელნიც ასიმილირებულ იქნენ ქართული კოლონიური პოლიტიკის შედეგად იმპერიულ  და საბჭოთა ეპოქებში,  ყველა სხვა ქართველთან   ერთად მსგავს მდგომარეობაში ჩავარდებიან. აღმოჩნდება, რომ  ჩვენი ხმაურიანი ვაი–პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი მომეცნიერო მოღვაწე და დეპუტატი,  რომელიც ახლო წარსულში  ხმამაღლა გაჰყვიროდა თანამემამულეების დაბრუნების აუცილებლობაზე შობლიური ოჯახის წიაღში, ყოფილა მხოლოდ ორატორი, ხოლო მათი ტირადები – ცარიელი სიტყვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ამ ადამიანებზე ზრუნვასთან.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ აფხაზები ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო გათიშულ – დანაწევრებულ ხალხს წარმოადგენს.  ჩვენი ეთნოსის ნაწილი გაფანტულია თურქეთში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და არა მხოლოდ იქ. რატომ არ ვიღებთ მხედველობაში, რომ ჩვენი გაყოფილი ხალხის ერთი ნაწილი საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზეც, ისტორიულ სამურზაყანოს ოლქში ცხოვრობს?

ან რა ვუყოთ აჭარაში მცხოვრებ  ეთნიკურ აფხაზებს, რომელთაც არა აქვთ თავიანთი აფხაზური წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები და საქართველოს მოქალაქის პასპორტს ატარებენ? რას გვიბრძანებთ, როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე მათგანი რეპატრიაციის სურვილს გამოთქვამს? ან რა ნიშნით დავყოთ ისინი, როგორ განვსაზღვროთ რომელი იმსახურებს  მათ შორის აფხაზეთის მოქალაქეობას და რომელი – არა?  სხვათაშორის, სწორედ ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ახლა აჭარელი აფხაზის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის თეიმურაზ აჩუგბას ისტორიულ – ეთნოგრაფიული ნარკვევი ,, სამხრეთ – აღმოსავლეთ აფხაზეთის მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნების პრობლემების შესახებ“( 2006 წ.) , რომელშიც იგი წერს: ,,გალის რაიონში არც შორეულ და არც ახლო წარსულში  კომპაქტურად არ უცხოვრია ქართულ მოსახლეობას, რომლისთვისაც მშობლიური ენა ქართული იყო. ასეთი მოსახლეობა აქ დღესაც არ არის. ამჟამად აფხაზეთის რესპუბლიკის ამ რეგიონში ცხოვრობს მეგრულენოვანი მოსახლეობა, რომელთა უდიდეს უმრავლესობას აფხაზი წინაპრები ჰყავს.’’ ( გვ. 6.)

შემდეგ მეცნიერი ასაბუთებს, რომ  ,, ძირძველი გალელები ანუ, როგორც მათ წარსულში უწოდებდნენ, მურზაყანელები – სამურზაყანოელები ეთნიკურად ანუ წარმოშობით და ადათ– წესებითა და ტრადიციებით  აფხაზი,  ხოლო ენობრივი ნიშნით – მეგრულენოვანი მოსახლეობაა. … თუმცა როგორც საქართველო –აფხაზეთის ომის დროინდელი და შემდგომი პერიოდის კონკრეტული ფაქტები მოწმობს, სამურზაყანოში დიდ პატივს სცემენ თავიანთ ისტორიულ ფესვებს და აქ აფხაზური ეროვნული თვითშეგნება შენარჩუნებული აქვს არა რამდენიმე ასეულ, როგორც ეს მოსახლეობის ბოლო აღწერების ანალებშია დაფიქსირებული, არამედ რამდენიმე ათას ადამიანს. ამას არაპირდაპირ ადასტურებს ის უტყუარი ფაქტიც,რომ სამურზაყანოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა უარი თქვა ჩაბმულიყო საბრძოლო მოქმედებებში აფხაზებისა და აფხაზური სახელმწიფოს წინააღმდეგ’’.

და აი, კითხვაც: როგორ შევუთავსოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას ზრუნვა თანამემამულეებზე, მისწრაფება გავაერთიანოთ დაყოფილი ხალხი? ხომ ნათელია, რომ   წარმომავლობითა და ბევრი სხვა ნიშნით ერთი, მაგრამ ენობრივი ნიშნით განსხვავებული აფხაზები მთელ მსოფლიოში არიან გაფანტული და მათ შორის ცხოვრობენ აჭარაშიც, საიდანაც არის რეპატრირებული ზემოთხსენებული მეცნიერი.

გამოდის, პასპორტიზაციის ყბადაღებული თემა, რომელიც იმთავითვე კონკრეტული პირებისა და, სახელდობრ, ანქვაბის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად იქნა შემოგდებული, როგორც არგუმენტი სახელმწიფო გადატრიალებისათვის,  აღმოჩნდა    ხაფანგი მთელი ქვეყნისა და მისი განვითარების პერსპექტივისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლოზუნგმა ,,ანქვაბს აფხაზეთი საქართველოსკენ მიჰყავს“ , მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩემმა მოწინააღმდეგეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაწყებულიყო  აფხაზეთის სახელმწიფოსაგან მთელი რეგიონის რეალური მოწყვეტის პროცესი. რაც არ უნდა დავარქვათ ამ საქმეს, რა სიტყვებითაც არ უნდა შევნიღბოთ და შევალამაზოთ, მისი  არსი უცვლელი რჩება.

–        რა იქნება ასეთ სიტუაციაში , თქვენი აზრით, ყველაზე სწორი?

–        არსებობს ორი გზა. პირველი, სტრატეგიულად გამართლებული – ეს არის სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი საზოგადოებრივ – პოლიტიკური სივრცის შექმნაზე მიმართული პოლიტიკის გატარება ანუ ერთიანი აფხაზური საზოგადოების ჩამოყალიბება და ამ სივრცეში გალსა და სხვა რაიონებში მცხოვრები ქართველების ჩართვა შესაბამისი  სამართლებრივი, სოციალურ – ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებათა კარგად გააზრებული სისტემის შექმნით. ეს უნდა იყოს მათი პასპორტიზირება გარკვეული პროცედურების გავლით, მათთვის თანაბარი სამოქალაქო უფლებების მინიჭება და მოთმინებით, მეთოდურად სვლა დასახული მიზნისკენ. ყველა საქმეს თანმიმდევრულობა სჭირდება, აი, 22 წლის წინათ  მივიღეთ გადაწყვეტილება – დავაბრუნეთ დევნილები, მაგრამ ზურგსუკან არ დავუხურეთ საზღვარი და არ ვიმუშავეთ მათ ,,ეროვნულ თვითშეგნებაზე“

–        და მეორე გზა?

–        მეორე გზა, რომელზედაც უფრო კულუარულად საუბრობდნენ გუშინაც და დღესაც და, როგორც ჩანს, უფრო მოსწონთ გუშინდელ ოპოზიციონერებს, იმ მითის ავტორებს, რომლის თანახმად  პასპორტიზაცია უკანონოდ მოხდა,  არის გალის მოსახლეობის გაძევება უკან, საქართველოში.

რას იზამ, როგორც ენგურს გაღმა იტყვიან, ჰა ბურთი და ჰა მოედანი, ორივე ხელისუფლების განკარგულებაშია. თუმცა უნდა ესმოდეს, რომ ამის შემდეგ კრინტსაც ვერ დაძრავს სამართლებრივის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე, რომელიც დამოუკიდებლობის ფართო საერთაშორისო აღიარებას ესწრაფვის.

მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა გეყოს ვაჟკაცობა საკუთარ თავზე აიღო ეს მძიმე პასუხისმგებლობა, სხვა შემთხევაში გახვრეტილი შაურის ფასია ლაპარაკი ჭკვიანურ და ეშმაკურ სახელმწიფო სტრატეგიაზე , რომელიც თითქოს მომავალ გრანდიოზულ წარმატებაზე  გათვლილ  პოლიტიკურ თამაშებს ემყარება   – ასეთი ამაო თამაშის ნაწილია განხილვის პროცესში არსებული კანონი უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ და ახლახან შემოთავაზებული კანონი საზღვრისპირა გალის რაიონის შესახებ.

ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, გამოცდილება გვაქვს, მაგრამ არანაირი დივიდენდები არ მიგვიღია. პირიქით, როგორც, რეალობა გვიჩვენებს, ამან მხოლოდ  ყოვლისდამნაცრებელი, მწველი   პოლიტიკის უმძიმესი შედეგები მოგვიტანა –  მისი ცეცხლისგან კი ვერც სამეცნიერო ხარისხი დაგიცავს, ვერც დეპუტატის სტატუსი, ვერც ფართოფარფლებიანი ქუდი და მაღალი თანამდებობების სოლიდური ჩამონათვალიც კი ბიოგრაფიაში.

ესაუბრა იგორ ლენსკი,

მოსკოვი, 20 ივლისი, 2015 წ

სააგენტო ,,абхазия – информ''

 

წინა სტატიაპრეზიდენტმა არ ისურვა უკანა პლანზე დარჩენა ოლიმპიური თამაშების გახსნაზე
შემდეგი სტატიადავით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა კიდევ 128 ათასი ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური