მთავარისიახლეებისაზოგადოებაკანონპროექტის ერთადერთი მიზანია ეროვნული ბანკის გახლეჩა – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი...

კანონპროექტის ერთადერთი მიზანია ეროვნული ბანკის გახლეჩა – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე

Published on

ეროვნული ბანკი მიესალმება პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის კანონპროექტზე, რომელსაც ექსპერტები  არაკონსტიტუციურად და  ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის დარღვევად  მიიჩნევენ. .

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ  "ეს კანონპროექტი  დიდი საფრთხეს შეიცავს  და  ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, მათ შორის  სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისითაც.'' 

ქადაგიძის  განმარტებით, კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ასოცირების დღის წესრიგს, ასევე ყველა რეკომენდაციას, რომელსაც იძლევიან საერთაშორისო პარტნიორები –   არცერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ამ კანონთან დაკავშირებით გათვალისწინებული არ არის.

,,კანონპროექტის  ერთადერთი მიზანია ეროვნული ბანკის გახლეჩა, ასევე საქართველოს პრეზიდენტის როლის, როგორც კონსტიტუციის და ძალთა ბალანსის გარანტის, შემცირება," – აცხადებს გიორგი ქადაგიძე. 

სხვაგვარად ფიქრობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ეკონომიკის მინისტრის  გიორგი კვირიკაშვილის საპასუხო განცხადებით, კანონი მიღებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,   ,,მე არ ვიზიარებ  სპეკულაციებს, რომელიც ამ პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად," – განაცხადა  მან.

 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...