მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტრო სახელმძღვანელოებს ,,აპაჩნიკებს“

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოებს ,,აპაჩნიკებს“

Published on

,,სახელმძღვანელოების დეფიციტი არ შეიქმნება… 10 ლარი წიგნის ფასი იყო დაშინების პოლიტიკა სამინისტროს მხრიდან. არავითარი პრობლემა და რისკი უფასო სახელმძღვანელოების პროექტს არ ემუქრება! ''- განაცხადა განათლების მინსტრმა თამარ სანიკიძემ ,,ნიუპოსტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში, თუმცა არ აუხსნია, რაში დასჭირდა ასეთი ,,ბუა“ სამინისტროს, რომლის,,მხრიდანაც მოდიოდა ეს დაშინება'', თუ რა თქმა უნდა მინისტრს ქართულ ენაზე აზრის გამოთქმასთან პრობლემა არა აქვს.  

_ არავითარი პრობლემა და რისკი უფასო სახელმძღვანელოების პროექტს არ ემუქრება! საოცარია, დღეს ამბობენ, ცოტა წიგნს ბეჭდავენ, დეფიციტი შეიქმნებაო. შარშან ამბობდნენ, ბევრი დაბეჭდეს, სახელმწიფო თანხები გაანიავესო. არანორმალურია ეს მიდგომა! როცა ვსაუბრობთ დასაბეჭდ სახელმძღვანელოებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის სახელმძღვანელოები, რომლებსაც პირდაპირ ვყიდულობთ გამომცემლებისგან. ამის გარდა, ქსელში გვაქვს ახალი სახელმძღვანელოების ნაშთიც, რომელიც მობილობის პროცესისთვის შევიძინეთ (10%-იანი სხვაობა) და ასევე, არის წინა წლების, თითქმის ახალი წიგნები. ჯამში, ეს არის საჭირო სახელმძღვანელოების დაახლოებით 40%. რეზერვი საკმარისზე მეტი გვაქვს. ცოტა შელახული სახელმძღვანელოების რეზერვიც საკმარისია ბიბლიოთეკებში და თუ უცებ, ერთი სკოლიდან მეორეში მოსწავლე გადავა, რამდენიმე დღე ამ წიგნებს გამოიყენებენ. სხვათაშორის, არის კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც მეფიქრება- რეზერვში აღმოვაჩინეთ სახელმძღვანელოები, რომლებსაც აქვთ შელახული ყდები, შიგთავსი კი აბსოლუტურად ახალივითაა. ვფიქრობთ, მათ ახალი ყდები გავუკეთოთ. არავითარი ზედმეტი რესურსის შესყიდვას არ ვაპირებთ. თუმცა თუ დაგვჭირდა, არც დაბეჭდვა ან ყიდვაა პრობლემა – აცხადებს მინისტრი.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...