მიხეილ სააკაშვილმა გორდიას კვანძი გააპო

0
517

 

 

ხშირად  ჩვენ წინდაუხედავად დაგვყავს ჩეკიზმის არსი  პუტინის ავტორიტარული რეჟიმის ცნებამდე  და  ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ გვიჭირს  რაღაც ლოგიკა და ახსნა ვუპოვოთ  პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ბევრ მოვლენას. როცა ყველა გადაწყვეტილებას ერთ ადამიანს მიაწერ, რეალობას სცდები და პროპაგანდის იოლი მსხვერპლი ხდები.

 უკრაინის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა სისტემას არ აშინებს აჯანყებებიც კი, რადგან მთელი პოლიტიკური ელიტა კვლავ რჩება ხაზინის ქურდების, კორუმპირებულ – ბიუროკრატიული მოხელეების  ერთიან ორგანიზმად , რომელსაც არ უჭირს ხელისუფლებაში მოსული  თავისი მოქალაქეების გადახარშვა, რადგან ეს უკანასკნელნი ისევ და ისევ ძველ ტრადიციებსა  და სულისკვეთებაში  არიან დაბადებულ– გაზრდილნი.

 

მაიდნები ამ ოცდახუთი წლის მანძილზე არაერთხელ მომხდარა, მაგრამ უკრაინელი ხალხისთვის ხელისუფლების შეცვლის არცერთ მცდლობას არსებითად არაფერი მოუტანია . 
თვით ანექსია და ომიც კი დონბასში მხოლოდ ამყარებს რადიკალების როლს და ასუსტებს ხელისუფლების სამოქალაქო ინსტიტუტებს. 

სისტემას ეშინია მხოლოდ ,,უცხო სხეულისა", რომელიც შეუთავსებელია და არ ითქვიფება ხელისფლების პოსტსაბჭოურ სისტემაში. სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნას პოლიტიკურ ელიტაში  უკრაინის მთელი დანარჩენი ხელისუფლების საპირწონე და ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. მასთან ჩინოვნიკების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების ნებისმიერ შეხებას გარდუვალი რეაქცია მოსდევს. იგი თავდაჯერებით ასრულებს  პოლიტიკური ,,ლაკმუსის ქაღალდის"' როლს და უტყუარად ამხელს კორუფციის, ხაზინის ქურდობის, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნებისმიერ გამოვლინებას. 

მაგრამ უკრაინა  დიდი ტერიტორიისა და მრავალმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაა და აუცილებელია ჩვენმა გათითოკაცებულმა, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალმა  ლიბერალებმა დროზე მიბაძონ მიხეილ სააკაშვილს და თავისი სამსახური შესთავაზონ ხალხს მაღალ პოსტებზე   უკრაინის სხვა ოლქებში, მხოლოდ ეს შექმნის პრეცედენტს მონური იმპერიული მენტალობის შეცვლისა დემოკრატიული მატრიცით, რომელიც ცივილიზებული ცხოვრების  კრიტერიუმებს ეფუძნება  

 

ნატალია გულევსკაია, 
პოლიტოლოგი, სამართალდამცველი

რადიო ,,ეხო მოსკვი", 25 ივლისი

 

წინა სტატიაახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება
შემდეგი სტატიახალიფატის დასასრულის დასაწყისი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური