მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში მარცხენა სანაპიროს ქუჩის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

ზუგდიდში მარცხენა სანაპიროს ქუჩის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

Published on

ზუგდიდში მარცხენა სანაპიროს ქუჩის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. კერძოდ, ადგილობრივი მაცხოვრებლების განმარტებით,  მდინარე ჩხოუშიის კალაპოტი დანაგვიანებულია, წყალუხვობის დროს მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და მოსახლეობას სახლებში უვარდება. ამასთან,მათი განმარტებით, მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, მდინარის დაბინძურების გამო მომრავლდნენ ქვეწარმავლები, რომლებიც მოსახლეობას სახლებში უვარდებათ. ადგილობრივების განცხადებით, მათ რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის მერიას, თუმცა შეპირების მიუხედავად ჯერ არაფერი გაკეთებულა. მოსახლეობის პრობლემებს დღესვე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები გამოეხმაურნენ. თეიმურაზ ბასილაიას განმარტებით, პრობლემის გადაჭრა ადგილობრივი ხელისუფლების საქმეა და მან უნდა იზრუნოს მათ გადასაწყვეტად. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ოდიში“  მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ზუგდიდის მერიასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსმა დიმიტრი ფაცაციამ  ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.მერიის პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ აღნიშნულ პრობლემებზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა ოფიციალურ კომენტარს უწყება მხოლოდ ორშაბათს გააკეთებს.

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...