მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოკი-ორსანტიასა და ხურჩაში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა /VIDEO/

კოკი-ორსანტიასა და ხურჩაში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა /VIDEO/

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ხურჩისა და კოკი-ორსანტიის მაცხოვრებლებს დღეიდან ბუნებრივი გაზი მიეწოდება. ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ ანტონ სამსონიძემ დღეს ხურჩისა და ორსანტიის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. ამ ეტაპზე სოფლებში, თითოეულ ოჯახში, მინისტრის განცხადებით, ინდივიდუალურად ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი მიმდინარეობს. ხოლო რაც შეეხება აღნიშნული სამუშაოების ღირებულებას – ვიცე პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ სოფლებში მაცხოვრებლებისთვის ის უფასო იქნება. გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული, რომლის თანახმად საოკუპაციო ხაზთან ახლოს ბუნებრივი აირის მონტაჟი უფასოა. სოფლები ხურჩა, კოკი და ორსანტია ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. ხურჩის სრული გაზიფიცირებისთვის 9კმ, ხოლო კოკი-ორსანტიის გაზიფიცირებისთვის 76კმ.  სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა და სრული დაქსელვა განხორციელდა. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი. 

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...