მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ჩამოდის

საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ჩამოდის

Published on

დღეს საქართველოში   ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ჩამოდის. ვიზიტი იმართება გიორგი მარგველაშვილის მოწვევით. ეს არის დონალდ ტუსკის პირველი ვიზიტი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების ფონზე, რომელიც საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევას უკავშირდება.

ირველი შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგება. ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.  მათი საუბრის მთავარი თემა  უშუაალოდ საოკუპაციო ხაზთან უკანასკნელ დღეებში შექმნილი ვითარება და საზოგადოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იქნება.  შეხვედრისას ასევე განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას, და ზოგადად, რიგის სამიტის შედეგების იმპლემენტაციასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება. უდიენციის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას, ხოლო ხვალ, ვიზიტის მეორე დღეს    სიტყვით მიმართავენ საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს, რომელიც  ცენტრლური აფრიკის რესპუბლიკაში  ასრულებს მისიას.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში  დონალდ ტუსკი შეხვედრებს გამართავს ასევე  პრემიერ- მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოდან  21 ივლისს გაემგზავრება. 

როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი და საბერძნეთის კრიზისის გამო გადაიდო.

 

 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...