მთავარისიახლეებიმსოფლიომერკელმა გამორიცხა საბერძნეთისთვის ვალების სრული ჩამოწერა

მერკელმა გამორიცხა საბერძნეთისთვის ვალების სრული ჩამოწერა

Published on

 

სააგენტო რეიტერის ცნობით,  20 ივლისს მუშაობა განაახლა საბერძნეთის ყველა ბანკის ქვეგანყოფილებამ. ეს მოხდა სამი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც  საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით   დროებით შეჩერდა მათი ფუნქციონირება საბანკო სისტემის კოლაფსის ასაცილებლად, რაც შეიძლება გამოეწვია  ფულის დიდძალ გადინებას ცნობილი მოვლენების გამო.  

თუმცა ნაღდი ფულის  გატანა ჯერაც ლიმიტირებულია – დღეღამის განმავლობაში ნებადართულია მხოლოდ 60 ევროს გატანა,  გარკვეულ სემტხვევებისთვის განმსაზღვრულია ყოველკვირეული ლიმიტიც, რომელიც 420 ევროს შეადგენს.

ამავე დროს მეანაბრე, რომელიც არ ისარგებლებს ფულის გატანის უფლებით მოცემულ კვირაში, ვერ შეძლებს მის გატანას მომდევნო კვირაში და უნდა დაკმაყოფილდეს მომდევნო კვირის ლიმიტით.

ფულადი გზავნილები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჯერჯერობით შეუძლებელია . საბანკო განყოფილებებში გრძელი რიგები დგას.

კონტროლი კაპიტალზე და შეზღუდვები ფულის გატანაზე ძალაში რჩება, მაგრამ ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე , რომელიც, ვიმედოვნებთ, ნოფრმალუიზაციის ერთერთი ეტაპს წარმოადგენს. – განაცხადა საბერძნეთის ბანკების ასოციაციის თავმჯდომარენ ლუკა კატსელიმ

სააგენტო ბლუმბერგის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ასეთ ვითარებას ,,ნორმალურს ვერ უწოდებ და უნდა დაიწყოს ათენის გადარჩენაზე მიმართული მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. ევროზონის ქვეყნებს შეუძლიათ გაუხანგრძლივონ  საბერძნეთს   საგარეო ვალების დაფარვის ვადები და, უფრო მეტიც, შეუმცირონ  საპროცენტო განაკვეთები, თუმცა საბერძნეთის ვალების სრულად ჩამოწერა ასეთ პირობებში არ მოხდება.’’ 

ერთადერთი გზა კრედიტორების მიერ განხილულ იქნას ეს შესაძლებლობა არის რეალიზაცია საბერძნეთის მიერ მათთან შეთანხმებული პროგრამისა, რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო ეკონ ომიას და შრომის ბაზრის რეფორმირებას.  согласованной აქამდე საბწერძნეთის მთავრობას მკაცრ პირობებს უყენებდნენ: გადასახადების გაზრდა, პენსიების სემცირება, სახელმწიფო ხარჯების შეკვეცა და სახემწიფო სახსრებიდან 50 მილიარდი  ევროს  გადაცემა პრივატიზაციის სპეციალურ ფონდში.

შეგახსენებთ, რომ საბანკო არდადეგები იქცა ყველაზე თავალსაჩინო ნიშნად კრიზისისა, რომელმაც საბერძნეთი რეალურად მიიყვანა  ევროზონიდან გაძევების ზღვრამდე ივნისის დასაწყისში, თუმცა ქვეყნის მთავრობა პრემიერ ციპრასის ხელმძღვანელობით დიდ იმედებს ამყარებს ახალი მოპლაპარაკებების დაწყებაზე.

,,საბანკო არდადეგები“ საბერძნეთში ორგზის გახანგრძლივდა- 6 და 13 ივლისს, ხოლო დაიწყო 28 ივნისს. მაშინ მთავრობამ დახურა ბანკები და დააწესა კონტროლი კაპიტალის მოძრაობაზე

 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...