საერთაშორისო ექსპერტებმა თბილისის მერთან კატასტროფათა რისკის შემცირების სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს

0
489

თბილისის მერი  გაეცნო  მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტების   13 ივნისის სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის  შეფასებისა  და  რეკომენდაციების პირველად მონაცემებს. დოკუმენტის მომზადებისას მსოფლიო ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ გამოიყენეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც, ამ პროცესში  აქტიური მონაწილეობა  მიიღეს თბილისის მერიისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა.

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის შომბი შარპის განცხადებით, რეკომენდაციები  ეხება კატასტროფათა რისკის შემცირებაზე მიმართულ  კომპლექსურ ღონისძიებებს  –  ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს,  მოსახლეობასთან მუშაობას, ადრეული შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბებას, 

 ,,ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილეთ  წყალდიდობაზე, მაგრამ რეკომენდაციები  კომპლექსურია და სხვა სახის კატასტროფებსაც ითვალისწინებს რეკომენდაციები მოიცავს  მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს, ამდენად,   ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისფლება უახლოეს დროში შეუდგება მათ ეტაპობრივ გამხორციელებას თავის  საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით “ – განაცხადა შომბი შარპმა.

   „დღემდე არსებულ ყველა დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად არის ასახული, გვირაბში რომ არ მოხვედრილიყო უამრავი ხე და  ნივთი,  რისი თავიდან აცილებაც შეძლებოდა ,   ეს კატასტროფა არ გვექნებოდა, ანუ შესაძლებელია ამ გზის აღდგენა უახლოეს პერიოდში,“- განაცხადა  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წარმოდგენილი ამოცანების განხორციელებისათვის უაღრესად მნიშველოვანია დონორი ორგანიზაციების   გამოცდილების გამოყენება ადგილობრივ ექსპერტებთან კომუნიკაციისა და მათთან კონსულტაციების საფუძველზე . ,,მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის გრძელვადიანი, უსაფრთხო მართვა საკმაოდ მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს და ამიტომ აუციელებელია, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთონ დონორი ორგანიზაციები.  “,- განაცხადა მან.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამინისტროების მიერ გამოთქმული  მოსაზრებები აისახება  დოკუმენტის საბოლოო რედაქციაში, რომელიც  თვის ბოლოსთვის მომზადდება და გადაეცემა თბილისის მერიას. 

 

წინა სტატიაზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს (VIDEO)
შემდეგი სტატიაევროკავშირი ოკუპირებულ ტერიტორიასთან პირობითი საზღვრის გადმოწევას ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური