მთავარისიახლეებიმსოფლიოგაზპრომი'' შოკშია:ჩინეთმა ფიქლის გაზში 3,7 მილიარდი დოლარი ჩადო

გაზპრომი” შოკშია:ჩინეთმა ფიქლის გაზში 3,7 მილიარდი დოლარი ჩადო

Published on

 

უცხოეთის  მედიის, მათ შორის ბი – ბი – სი – ს  ცნობით, მჟღავნდება მიზეზები იმისა,თუ რატომ არ იჩენს ჩინეთი დიდ ენთუზიაზმს რუსეთთან ერთობლივი გაზპროექტებისადმი ,,ციმბირის ძალა"' და ,,ალტაი" , რომელთა გარშემო შეთანხების მიღწევა მოკოვს  უკიდურესად არახელსაყრელ დათმობებზე წასვლა დასჭირდა. ამ მიზეზებმა არათუ გამოჟონა, მთელი ძალით იჩინა თავი  ერთობლივ მოხსენებაში, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო გეოლოგიურმა ინსტიტუტმა და მიწისა და ბუნებრვი რესურსების სამინისტრომ გამოქვეყნეს  – იწყება სპეციალიზებული ნავთობგაზის რესურსი Natural Gas Asia.

 ამ გასაჯაროებულ  ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 2009 – 2014 წლებში საკუთარ ფიქლის გაზის საბადოების დაზვერვასა და დამუშავებაში  23 მილიარდი იუანი ჩადო, რაც დღევნდელი კურსით 3,7 მილიარდი დოლარია.  ინვესტიცია წარმატებით დაგვირგვინდა.  2014 წლის ბოლოსათვის მიკვლეულ იქნა 500 მილიარდის მოცულობის ფიქლის გაზის მარაგი. გაზის შემცველი ფენები ჩინეთში 170 ათას კვადრატულ კილომეტრ ფართობზეა გადაჭიმული და თავმოყრილია 54 მსხვილ საბადოში. მარტო 2014 წელს გაიბურღა 750 ფიქლის გაზის ჭაბურღილი, საიდანაც  გაზის დიდი ოდენობით მოპოვებაა შესაძლებელი

 

ჩინელმა სპეციალისტებმა არ დაააყივნე და წარმატებით ააწყვეს ამ საბადოებში გაზის წარმოებაა: 2014 წლის ბოლოსთვის გავიდნენ გაზის მოპოვების წლიურ მაჩვენებელზე, რომელიც 1,5   მილიარდ კუბმეტრს უდრის.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ინვესტიციები ფიქლის გაზის მოპოვებაში ჩინეთის ტერიტორიაზე გრძელდება, 2020 წლისთვის მისი  წარმოების წლიური მაჩვენებელი   30 მილიარდ კუბმეტრს მიაღწევს.

 ეს მოხსენება დიდი დარტყმაა  რუსეთის ,, გაზპრომისათვის'', რომელიც ბოლო პერიოდში   სერიოზულ პრობლემებს აწყდება პროდუქციის რეალიზაციაში.  როგორც ვლადიმერ პუტინისადმი  ნავთობგაზის გიგანტის ხელმძღვანელის ალექსის მილერის ამასწინანდელ მოხსენებაშია ნათქვამი , გაზი მოპოვების დონე მნიშვნელოვნად აღემატება მისი გაყიდვების დონეს: უკვე აღარ იციან, სად წაიღონ ნედლეული.

ჩინეთში ფიქლის გაზის საბადოების აღმოჩენისა და ამუშავების შემდეგ საბოლოოდ კარგავსს აზრს პროექტების ,,ალტაისა'' და ციმბირის ძალის'' განხორციელება, რომელზედაც ,,გაზპრომი'' დიდ იმედებს ამყარებდა. ,,გაზის აქროლებასთან'' ერთად ქრება რუსეთ  – ჩინეთის შესაძლო პოლიტიკური  ალიანსის პერსპექტივებიც. რუსეთს ხელიდან ეცლება შანტაჟის მექანიზმები გაზის სახით.  – ამბობენ ექსპერტები 

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...