მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების მინიტრი ზუგდიდის საგამოცდო ცენტრს ეწვია

განათლების მინიტრი ზუგდიდის საგამოცდო ცენტრს ეწვია

Published on

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში  განთავსებულ საგამოცდო ცენტრს ეწვია და ზოგად უნარებში გამოცდის მიმდინარეობის პროცესს  გაეცნო.

დღეს, ზოგად უნარებში გამოცდის პირველი დღეა , გამოცდა ოთხ სესიად იმართება . პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი – 09:00 საათზე დაიწყო. თამარ სანკიძემ დაათვალიერა საგამოცდო სექტორები, გაესაუბრა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებს .

 თამარ სანკიძემ აღნიშნა,  რომ ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში გამოცდებს აბარებენ აფხაზეთიდან გადმოსული აბიტურიენტებიც. როგორც მათ მითხრეს,  საზღვარზე გადმოვლისას პრობლემები არ შექმნიათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია – განაცხადა მინისტრმა მედიასთან საუბარში .

 საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის  ნანა ქირიას  ინფორმაციით, ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში სულ 1700 – მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული,  მათ შორის 100-მდე აბიტურიენტი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს. შექმნილია ყველა პირობა საგამოცდო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისთვის.  ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობს სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური. წესრიგს  საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.

 

 

 

 

 

 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...