მთავარისიახლეებიმსოფლიოსაბერძნეთში დასრულდა რეფერენდუმი, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი

საბერძნეთში დასრულდა რეფერენდუმი, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი

Published on

საბერძნეთში რეფერენდუმი დასრულდა. წინასწარი მონაცემებით იგი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მოწინააღმდეგეებმა მოიგეს  – გამოკითხულთა დაახლოებით 61 % ორი პასუხიდან ,,არა’’ აირჩია. – ეს მონაცემები ოფიციალურად მხოლოდ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მას შემდეგ, რაც გადაითვალა  ბიულეტენების 9 %.

შს სამინსტროს ცნობითვე, შეთანხმების მოწინააღმდეგეები ჭარბობენ საბერძნეთის ყველა საარჩევნო ოლქში გარდა ლაკონიისა. წინასწარი მონაცემებით, რეფერენდუმზე გამოცხადებამ 65 პროცენტი შეადგინა.

უკვე ცნობილია ეგზიტპოლის პირველი შედეგებიც, რომლის მიხედვითაც კრედიტების გადახდაზე გამოკითხულთა 49-54% ამბობს უარს, ხოლო მხარს უჭერს 45-50%.

რეფერენდუმის წინა დღეს რამდენიმე სოციოლოგიურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა მოსახლეობის  გამოკითხვის შედეგები, რომელთა  მიხედვით  საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნებზე დათანხმების მოწინააღმდეგეთა რიცხვი რამდენიმე პროცენტით აღემატებოდა  მომხრეთა რიცხვს. 

შეგახსენებთ, რეფერენდუმს, შესაძლოა, საბერძნეთის ევროზონიდან  გასვლა მოჰყვეს

ქვეყნის პრემიერ – მინისტრმა ციპრასმა, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა   თავად გადაეწყვიტა კრედიტორებთან დათანხმების საკითხი, ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა: ,, ხვალ დემოკრატიის ზეიმია, დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ჩვენ გზას გავუხსნით ევროპის სხვა ხალხებსაც"  

დღეს ციპრასის ხელისუფლება  გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა  ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ  მან  გამოთქვა მზადყოფნა უახლოესი 48 საათის განმავლობაში დაიწყოს საერთაშორისო  კრედიტორებთან მოლაპარაკებები. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები საბერძნეთის საკითხის განსახილველად შეკრებას უკვე იწყებენ.

სურათზე: საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი რეფერენდუმზე

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...