მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განიხილება

თბილისის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განიხილება

Published on

 ხვალ თბილისის საკრებულოს სხდომაზე 13–14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განიხილება.  დამტკიცების შემთხვევაში  თბილისის მერიის მიერ მომზადებული  ამ დოკუმენტით უნდა განისაზღვროს დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი, ამასთან ზარალის ანაზღაურება და კომპენსაციების გაცემა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკრებულო დაამტკიცებს მას. სწორედ ამიტომ ხვალინდელ სხდომაზე მის დამტკიცებას უაღრესად საშურ საქმედ მიიჩნევენ როგორც  თავად დაზარალებულები, ისე საკრებულოს დეპუტატები და ფართო საზოგადოება. 
დღეს დოკუმენტის წინასწარი განხილვა მოხდა საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე , იგი  საკრებულოს დეპუტატებს წარუდგინა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.    

ლექვინაძის განცხადებით, წესი ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს, კერძოდ, სულადობის მიხედვით ფართისთვის თანხის გამოყოფას და ასევე საბაზრო ღირებულებით იმ ქონების გამოსყიდვას, რაც დაზარალებულებს სტიქიის ადგილზე გააჩნდათ. დაზარალებულებს საშუალება ექნებათ აირჩიონ რომელი ვარიანტია მათთვის მისაღები. საუბრისას ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთი და ორწევრიანი ოჯახებისათვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური კომპენსაცია თანხობრივად, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისათვის 65 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია. ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისათვის 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური კომპენსაცია, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისათვის 110 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია. 
ამასთან, ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ თანხას საოჯახო პაკეტისათვის . კერძოდ, ერთი და ორწევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულია 8 000 ლარი, 3-4 წევრიანი ოჯახისათვის 8 700 ლარი, 5 და 6 წევრიანი ოჯახისათვის 9 400, ხოლო 7 და მეტი წევრიანი ოჯახისათვის 10 500 ლარი. 

ლექვინაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია ასევე გეგმავს  იმუშაოს დაზიანებული ავტომობილების მფლობელებისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხზე. . 
 


სხდომაზე 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...