მთავარისიახლეებისამხედრო თემა„ბრავომ" ავღანეთში 780 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო

„ბრავომ” ავღანეთში 780 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო

Published on

 

 ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბაზის ერთერთ  საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე  780 გრამი ნარკოტიკული საშუალების გადატანის მცდელობა აღკვეთეს. ნარკოტიკები მოქალაქეს ჩხრეკისას საქართველოს შეიარაღებული ძალების IV-ე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის “ ბრავოს"ასეულის პირველმა ოცეულმა აღმოუჩინა.  
 
"მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ამ ბატალიონის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ბაზის დაცვა და აკრძალული ნივთიერებების – ასაფეთქებელი თუ ნარკოტიკული საშუალებების შეტანაზე კონტროლი  წარმოადგენს.
  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო ჯამში 1200 გრ. ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება მოახერხეს.

გუშინდელი დღე  ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ნაყოფიერი ბრძოლის დღე აღმოჩნდა თბილისშიც.  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე დაკავებულია 35 წლის ქალი, რომელიც . გამოძიების ინფორმაციით,  სისტემატურად ყიდდა  ნარკოტიკულ საშუალებას.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ბუპრენორფინის, მარიხუანის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. მას 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...