მთავარისიახლეებიუკრაინავის უშლის ხელს მიხეილ სააკაშვილი?

ვის უშლის ხელს მიხეილ სააკაშვილი?

Published on

 

უკრაინული მედია აქტიურად განიხილავს მიხელ სააკაშვილზე შესაძლო თავდასხმის საკითხს ოდესაში პოლიციის ოფიცრის ამასწინათ მომხდარ მკვლელობასთან კონტექსტში.

კერძოდ, მედია  ოდესის ოლქის პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი, რომელმაც 26 ივნისს ოდესაში სამართალდამცველებს ესროლა და  პოლიციის უფროსი ლეიტენანტი რომან ტრუფკინი შეიწირა, კატაკომბებში მაკაროვის სისტემის პისტოლეტს მალავდა.

ინცინდენტი დაიწყო იმით, რომ პოლიციელებმა საეჭვო ქცევის მამაკაცი   იმ მომენტში შენიშნეს, როცა კატაკომბების შესასვლელთან ტელეფონის შუქზე ეძებდა რაღაცას.  შეკითხვაზე, თუ რას ეძებდა და ხომ არ შეძლებდნენ მის დახმარებას, მამაკაცი მოულოდნელად გაიქცა და დადევნებულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც ემსხვერპლა კიდეც ერთერთი მათგანი.  მან ასევე დაჭრა მეორე პოლიციელი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად შემთხვევით გადაეყარა მას, როცა გარბოდა. საბედნიეროდ პოლიციელი სიკვდილს გადაურჩა.

ირკვევა, რომ  თავდასმსხმელს სამი სხვადასხვა იარაღი ჰქონდა,  ტყვიები, რომლითაც იგი  „ტტ“-ს მარკის პისტოლეტიდან ისროდა, გადაკეთებული იყო,  იარაღი არა   „ტტ“- ს, არამედ პნევმატური იარაღის, ამასთან, გადაკეთებული  ტყვიებით იყო ადატენილი, ვაზნებში  რეზინის ნაცვლად  რკინის გულები ეწყო და   ამიტომაც, როცა  პოლიციელს მოხვდა, სხეულში ნამსხვრევებად გაიშალა.

,,ვინაიდან ეს ყველაფერი დაქირავებული მკვლელის შეიარაღებას ჰგავს და ამასთან ადგილი, სადაც თავდამსხმელს პისტოლეტი ჰქონდა ჩაფლული, იმ ადილის სიახლოვესაა, სადაც ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დილაობით სავარჯიშოდ დარბის,  სამართალდამცველები  ერთერთ ვერსიად მასზე ტერაქტის მცდელობას განიხილავენ “, – ამბობს წყარო.

საყურადღებოა, აგრეთვე, რომ თავდამსხმელი ინციდენტის ადგილიდან მიიმალა  „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით, რომელსაც ლიტვის სახელმწიფო ნომერი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა არაერთხელ გამოთქვეს ვარაუდი, რომ  მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ამ აზრს იზიარებს მწერალი და პუბლიცისტი არტურ ბალაევი,  რომლის სტატია ,,ვინ დაიქირავა ქილერი  მიხეილ სააკაშვილისთვის?“ განთავსებულია ,,ოდიში ნიუსის’’ 30 ივნისის  მასალებში რუბრიკით ,, თვალსაზრისი“ 

სურათზე: მიხეილ სააკაშვილმა  დაღუპული პოლიციელის ხსოვნას მკვლელობის ადგილზე მიაგო პატივი . 

სიახლეები

2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...