მთავარისიახლეებიმსოფლიონიდერლანდებში დაადგინეს მალაიზიური ბოინგ -777 ის ჩამოგდებასთან დაკავშირებული პირები

ნიდერლანდებში დაადგინეს მალაიზიური ბოინგ -777 ის ჩამოგდებასთან დაკავშირებული პირები

Published on

 

ნიდერლანდების პროკურორის ფრედ ვესტერბეკეს განცხადებით, დადგენილია იმ პირთა სია, რომელნიც სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგ -777 ის ჩამოგდებასთან არიან დაკავშირებულნი – იუწყება საფრანგეთის გამოცემა ,,ლე ფიგარო".

,,არსებობს იმ ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით  ,,ინტერესთა ჯგუფს'' წარმოადგენს და ხანგრძლივი შესწავლის ობიექტს წარმოადგენდა ამ სამწუხარო ინცინდენტიდან განვლილ დროში'' –  აცხადებს პროკურორი, თუმცა თავს იკავებს  იმ პირთა დასახელებიდან, რომელნიც ეჭვმიტანილნი არიან ამ ტრაგედიის ორგანიზებასა და განხორციელბაში, რადგან, მისი თქმით, მათთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება ჯერ არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ  მალაიზიის ავიახაზების ბოინგ – 777 გასული წლის 17 ივნისს იქნა ჩამოგდებული დონეცკის ოლქის სოფელ გრაბოვის თავზე. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 283 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.

როგორც კი გაირკვა, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო ბოინგი იყო,  რუსეთის სპეც სამასახურებმა დაუყოვნებლივ წაშალეს ვიდეოარქივებიდან  ლაიფ – ნიუსის პირდაპირ ეთერში გასული  შეტყობინება  იმის შესახებ, რომ  უკრაინაში მოქმედმა სახალხო ლაშქრის წარმომადგენლებმა წარმატებას მიაღწიეს და უკრაინული ან – 26 ჩამოაგდეს. 

განკითხვის დღე დგება? – სვამს კითხვას ,,ლე ფიგარო"

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...