მთავარისიახლეებისაზოგადოებათამბაქოს ნაწარმი ძვირდება

თამბაქოს ნაწარმი ძვირდება

Published on

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) ახალი ტიპის, ეგრეთწოდებული ადვალური გადასახადი შევიდა ძალაში, თითოეული დასახელების სიგარეტისთვის ახალი გადასახადი მისი სარეალიზაციო ფასის 5% იქნება, რაც თითოეული დასახელების თამბაქოს ნაწარმის ფასზე 5%-იანი გაძვირებით აისახება.

თამბაქოს მოვაჭრეების თქმით, სიგარეტის ფასი ახალი პარტიის შემოტანამდე არ მოიმატებს. თუმცა, ზოგი არ გამორიცხავს, რომ მომხმარებლებისთვის ღირებულება უკვე ხვალიდან გაიზარდოს.

წელს აქციზური მარკის ფასის ზრდის გამო სიგარეტის ფასი ერთხელ უკვე გაიზარდა. პირველი იანვრიდან სახელმწიფომ ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 15 თეთრით, უფილტრო სიგარეტის აქციზის ფასი კი 5 თეთრით გაზარდა.

 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...