მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპატრულო პოლიციამ ზურაბ ხარატიშვილი დააკავა

საპატრულო პოლიციამ ზურაბ ხარატიშვილი დააკავა

Published on

 

 

 საპატრულო პოლიციამ პოლიტიკური ორგანიზაცია "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის" ელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი დააკავა იმ დროს, როცა იგი  თბილისის მერიის სიახლოვეს მდებარე შენობის დროებით ზღუდეზე აკრავდა პლაკატებს მოთხოვნით ,,გადადგეს თბილისის მერი  დავით ნარმანია!''  

პატრულმა ხარატიშვილი თავდაპირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზეზით 50 ლარით დააჯარიმა, მაგრამ როცა  აქციის მონაწილეებთან ერთად მას შელაპარაკება მოუვიდა ჯარიმის დაკისრების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით,   დაუმორჩილებლობის მომიზეზებით დააკავეს და შსს-ში გადაიყვანეს. 

აქციის მონაწილეები – დღეს დაწყებული სამოქალაქო მოძრაობა  „ალტერნატიული მერიის'' წარმომადგენლები მომხდარს "პოლიტიკურ დაკვეთას" უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ მათ პლაკატების გაკვრის უფლება ჰქონდათ.

ხარატიშვილის ადვოკატის განცხადებით მას სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ. 

 

სიახლეები

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...