მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,ოტობაიას რუსი გამგებელი მთვრალია და სოფლის ცენტრში წევს...''

,,ოტობაიას რუსი გამგებელი მთვრალია და სოფლის ცენტრში წევს…”

Published on

საინფორმაციო სააგენტო  “თაიმერმა'' წუხელ, ღამის 00.53 სთ – ზე გაავრცელა ცნობა  გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში მოხდარი ინცინდენტის შესახებ.  ,,ამ წუთებში სოფლის ახალი გამგებელი არაფხიზელ მდგომარეობაშია და სოფლის ცენტრში წევს, მას  სამი ავტომატიანი პირი იცავს, – ამის შესახებ ადგილობრივებმა განუცხადეს. მათივე თქმით, ერთი თვის წინ, გალის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსმა, თემურ ნადიარიამ შეცვალა მეორე ოტობაიას გამგებელი, ეროვნებით ქართველი ფიფია და – არც მეტი, არც ნაკლები – გამგებლად დანიშნა კამჩატკელი ვიტალი სოროკინი.

ვიტალი სოროკინი 1992-93 წლებში ქართველების წინაამდეგ იბრძოდა ერთ-ერთ აფხაზურ დაჯგუფებაში , რომელსაც თემურ ნადარაია ხელმძღვანელობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოროკინი კვირაში სამჯერ ჩადის სოფელში და ღამეს ვინმე ეთერ მარკოზიას სახლში ათენებს. მისი ცუდი სიმთვრალის გამო შეწუხებულია მარკოზიების ოჯახი. გარად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ გუშინ ვიტალი სოროკინმა, დაცვასთან ერთად, ჩამოუარა პურის მაღაზიებს, მცხობელებს, ჯიხურებს და მოსთხოვა თანხა: „თქვენ კარგად ხართ, მე კი, რითი ვიცხოვრო, მომეცით ფული, სასწრაფოდ, თორემ დაგხოცავთ ყველას!“ – იმუქრებოდა საროკინი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კამჩატკელი ვიტალი სოროკინი,როგორც თავად აცხადებს,  აფხაზეთის ომის გმირია. შეგახსენებთ , რომ აფხაზეთის ომის გმირობის წოდებას მხოლოდ იმ ადამინებს, აძლევდნენ, ვინც ას ქართველს მოკლავდა და მოჭრილ ყურს აფხაზურ შტაბში მიიტანდა.''-  ნათქვამია ,,თაიმერის'' ინფორმაციაში. 

 

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...