არტურ ბალაევი: ვინ დაიქირავა ქილერი მიხეილ სააკაშვილისათვის?

0
506

ვიდეორეპორტაჟები  ოდესის ახალი გუბერნატორის ცეცხლოვანი სპიჩების თანხლებით ინტერნეტის უსასრულო სივრცესა და ტელეეთერის უკიდეგანო ოკეანეში იმედიანად განაწყობს და ეიფორიით ავსებს უკრაინის სოციუმს   :,,მესია!“

მართლაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, № 1 ადამიანად აღიქმება უკრაინაში .

დღეს არ არსებობს არც ერთი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი, რომელიც პოპულარობით შეედრება მიხეილ სააკაშვილს. მისი ყოველი ახალი გამოჩენა ტელეეთერში საყოველთაო   აღტაცებას იწვევს  – მიხო ხალხისთვის  სულის ამოთქმის საშუალებად, იმედად იქცა, მაგრამ პირადად მე ეს არ მახარებს,  რადგან სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ქილერი რეფორმატორი გუბერნატორისათვის უკვე მომზადებულია და, სამწუხაროდ, გარდუვალად ამოქმედდება უახლოეს ხანებში  .

 მიზანსწრაფული მიხეილ სააკაშვილი ამაოდ მიენდო ახალ ხელისუფლებას. სწორედ იმ ,,პროდასავლურ“ ხელისუფლებას, რომელიც უკვე ერთი წელია ,,ახორციელებს'' რეფორმებს: მფარველობს იანუკოვიჩის კლანის ფინანსურ წყაროებს, საშუალებას აძლევს  უკრაინელი ხალხის მკვლელებსა და დამნაშავეებს უწინაღობოდ დატოვონ ქვეყნის ტერიტორია და რომელთაც ამ ერთი წლის განმავლობაში თავიანთ პირად ფარულ სეიფებში ჩვენი მებრძოლების სისსხლით გაჟღენთილი 7,8 მილიარდი გრივნა გადაქაჩეს (ნიკოლოზ გორდიენკოს წლიური ანგარიშიდან). მიხომ, სამწუხაროდ, გადაყლაპა ეს სატყუარა. ხელისუფლებამ მსუბუქი წკეპლით შეიარაღებული შეუშვა გალიაში, რომელშიც თითქოს ცელქი ფინია – ბოლონკები თამაშობენ, სინამდვილეში კი სავსეა მრისხანე მტაცებლებით – ოთხი სისხლმოწყურებული ვეფხვით.

ვეფხვი 1. – პუტინი. რუსეთის პრეზიდენტი გაცოფებულია ახალი დანიშვნითსაქართველოს ექსპრეზიდენტისა, რომელზედაც დიდი ხანია ნადირობა აქვს გამოცხადებული.  სააკაშვილი აქამდე მარჯვედ დაუსხლტა მის მიერ დადგმულ ყველა ხაფანგს, მაგრამ ოდესის გუბერნატორად მისი დანიშვნა რუსეთის ლიდერისათვის წელსქვევით დარტყმა აღმოჩნდა/ სობჩაკი, სტაროვოიტოვა, როხლინი, პოლიტკოვსკაია, ნენცოვი, ლიტვინენკო, ილიუხინი, ბერეზოვსკი, გენერალი ჩევრიზოვი , გენერალი ივანოვი, გენერალი როგაჩოვი, გენერალი ტროშცევი და  ზურგიდან მოკლული  კიდევ ათეულობით გენერალი გრუ – დან და ფსბ- დან …დარწმუნებული ვარ შურიმაძიებელმა პუტინმა ამდახვრეტილთა ამ სიაში უკვე შეიტანა  წინგაჭრილი ბედაური ქართველის გვარიც…

ვეფხვი 2. ქართველი კანონიერი ქურდები. მიხეილ სააკაშვილმაშეძლო სასტიკად დაემარცხებინა  ქურდული სამყარო საქართველოში ,  მაგრამ მის ,,ოპონენტებს“ ყველა დროში კარგი მეხსიერება ჰქონდათ და არასოდეს არავისთვის არაფერი უპატიებიათ. მათ რევანში სწყურიათ. მიხო უსათუოდ მოინდომებს გაიმეოროს თავისი ტრიუმფი უკრაინაშიც. თუმცა სიტუაცია ახლა კარფინალურად განსხვავებულია: იგი ვერ შეძლებს კანონგარეშედ გამოაცხადოს კრიმინალური ,,ავტორიტეტები“ – მას საამისოდ არა აქვსსაკანონმდებლო ბერკეტები, რომელთაც თავის ისტორიულ სამშობლოსი ფლობდა. და ოდესაში ქურდები მასთან თანაბარ პირობებში ითამაშებენ.  როგორც კი გუბერნატორი შეეცდება  ,,მოუჭიროს ქანჩებს’’, . პაუხი არ დააყოვნებს და ეს პასუხი, ასე მგონია,  ლეტალური იქნება გუბერნატორი, რომელიც რეგულარულად და უშიშრად გადის ხალხში და მეტად ბევრი დაუშავა დანაშაულებრივ სამყაროს თბილისში, იოლი სამიზნეა მათთვის.

ვეფხვი 3. ძალოვანები. სააკაშვილმა წესიერად ჩაჯდომაც ვერ მოასწრო გუბერნატორის სავარძელში, რომ ხელი მიჰყო შინაგან საქმეთა სამინისტროში,  უკრაინის უშიშროების სამსახურში გაბატონებული კორუფციის ჩაბეტონებული  სისტემის მსხვრევას. მისი მიზანია ან პატიოსანი შრომა აიძულოს ,,პაგონებიან’’ დამნაშავეებს, რომელნიც მრავალი წელია მფარველობენ და ხელს ითბობენ პროსტიტუციის, ნარკოტრაფიკის, იარაღით ვაჭრობის, საზღვაო პორტისა და ,,მეშვიდე კილომეტრის‘’ სფეროში, ან აიძულოს ისინი დატოვონ ძალოვანი სტრუქტურები.

მაგრამ ეს ადამიანები მიჩვეულნი არიან არაბი შეიხებივით ცხოვრებას და არ აპირებენ  შეიცვალონ ცხოვრების წესი ,,ახირებული“ ქართველის ნებისამებრ, რადგან ფსონად მილიონები, მილიარდებია დასმული.

პირველივე მცდელობა ცურებზე შეხებოდა ძალოვნებს, მოულოდნელად დამთავრდა. როცა გუბერნატორმა საჯაროდ ამხილა ოლქის პროკურორის მოადგილე  ტატიანა შოკინა – გორნოსტაევა  კორუფციასა და რეკეტში, მას ქვეყნის გენპროკურორის კაბინეტიდან გამოუხდნენ .სახელდობრ, გამოუხდა თვიტ ვიქტორ შოკინი, რომელმაც განაცხადა: ,,მე და სააკაშვილმა ვისაუბრეთ მისი გამონათქვამების შესახებ, და შევთანხმდით, რომ პროკურატურის ნებისმიერი თანამშრომლის ხელაღებით დადანაშაულება დაუშვებელია.   შევთანხმდით იმაზეც, რომ თუ მას ხელთ ექნება დანაშაულის დაფარვისა და სხვა უკანონო ქმედებების კონკრეტული ფაქტები, მათ, უპირველეს ყოვლისა, მე გადმომცემს.   ჩვენ გვაქვს სპეციალური ქვეგანყოფილება, რომელიც გადაამოწმებს ამ ფაქტებს . რაც შეეხება გორნოსტაევას, ჩვენ მას ვერ გადავამოწმებთ, რადგან დანასშაულის კონკრეტული ფაქტები სახეზე არ არის. ‘’

ჩვენს ენაზე რომ ვთარგმნოთ, შოკინის ეს სიტყვები ასე ჟღერს: ,,შენ ვის ბოსტანში გადადიხარ,  ფრაერ? ეს მე ვწყვეტ,  ვინ აგებს პასუხს თავისი ,,ბაზრისთვის’’ და მით უფრო, თუ საკითხი ჩემს ქალიშვილს ეხება! და საერთოდ, მე ჩემი საკუთარი ,,ბრიგადა“ მყავს, კიდევ ერთხელ ამოიღებ ხმას და ეს ბრიგადა შენს შესამოწმებლად ჩამოვა!“

დარწმუნებული ვარ , თუ სააკაშვილი შეეცდება უფრო ღრმად ჩათხაროს მავანთა ჭუჭყიანი მილიარდების ქვეშ, სნაიპერული შაშხანის გასროლა არ დააყოვნებს. ისე, მარტივად არავინ მისცემს ,,რომანტიულ ფრაერს“  დაუსჯელად გამოუთხაროს ძირი მის მილიარდებს.

ვეფხვი 4. ხელისუფლება.  ერთი შეხედვით, ტემპერამენტიანი ქართველი რეფოპრმატორის დანიშვნა გუპერნატორის პოსტზე აბსოლუტურ ნონსენსად გამოიყურება:  რაში სჭირდება კორუფციისგან დამყაყებულ ხელისუფლებას ,,თეთრი ყვავი“ – უცხო თავისიანებს შორის?  მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.  სინამდვილეში არავინ აპირებს კორუფციასთან ბრძოლაში ტავისუფლება მისცეს მას. აი, რა განუცხადა მედიას გუბერნატორმა 26 ივნისის პრესკონფერენციაზე:  ,,ჩვენ გაწერილი გვქონდა საკონკურსო პირობები  ოდესის საბაჟოს ხელმძღვანელის პოსტზე, როცა მოულოდნელად,  ჩემი ინფორმირების გარეშე, დაინიშნა ამ მოვალეობის დროებით შემსრულებელი. ეს კატასტროფაა!  ამ კაცს იქ არაფერი ესაქმება – ეს არის ჩვეულებრივი წევრი მორიგი კლანისა კიევიდან და გამომწესებულია ფულისა და ტვირთების დინების მათი ნებისამებრ  რეგულირებისათვის. ან ის ან მე!   ამ საკითხს პრემიერ – მინისტრის წინაშე დავსვამ’’.

ამრიგად, სავსებით ცხადია, რომ კიევის ხელისუფლება შეეცდება სააკაშვილის ხელით გამოაცალოს ნიადაგი ოლიგარქებს, რომელთაც ახლა განუყოფელი ზეგავლენა აქვთ ,,ოდესის პურზე’’ და უმოკლეს ხანში გადაიბაროს  ოდესური შემოსავლები.  და თუ მიხო უარს იტყვის მატი წესებით თანაშზე, ჩვენ გავხდებით მოწმეები სურათისა ,,კოლომოისკი 2.

პოროშენკო ტელეკამერების წინ გამოუცხადებს საყვედურს სააკაშვილს და ხელს მოაწეერს ბრძანებუებას მისი პოსტიდან გადაყენების შესახებ.   და მეორე დღეს გუბერნატორის ადგილს დაიკავებს მორიგი ,,გეპა“ ან ,,დობა’’

 და თუ სააკაშვილი, მიუხედავად ყველაფრისა,  მაინც შეძლებს დაიწყოს სამხრეთის პალმირას ,,პეტრესტროიკა“  და გადაურჩება ფიზიკურ განადგურებას, ეს კიევისათვის სიკვდილის ტოლფასი იქნება – სააკაშვილი ამ შემთხვევაში ტრიუმფატორად დაბრუნდება დედაქალაქში, დაიკავებს პრემიერ – მინისტრის პოსტს და შემდეგ… მაგრამ ეს ,,შემდეგ’’, დარწმუნებული ვარ, არ იქნება. პატიოსან პოლიტიკოსს არავინ ჩააბარებს ასე მდიდარი ქვეყნის ხელისუფლებას, წიაღისეულს, უძრავ ქონებას და მილიარდებს .

P.S.ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. მიხეილ სააკაშვილს კი ჯანმრთელობას და დიდი ხნის სიცოცხლეს ვუსურვებ . 

არტურ ბალაევი,

მწერალი, საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ,, მშვიდობისა და ჰუმანიზმისთვის“ ლაურეატი

 

30 ივნისი, 2015 წ.

,,პრესა უკრაინი“

წინა სტატიასომეხი აქტივისტების პასუხი ერევნის პოლიციის მუქარაზე
შემდეგი სტატიახელისუფლება უპასუხისმგებლოდ ექცევა სტიქიით დაზარალებულებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური