მთავარისიახლეებისაზოგადოებამანჰატანი... უბრალო ტყუილი თუ ხალხის ნერვებზე ახალი თამაში?

მანჰატანი… უბრალო ტყუილი თუ ხალხის ნერვებზე ახალი თამაში?

Published on

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ,,წმინდა წყლის პროვოკაციად“   აფასებს თბილისი მერიის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვერეს ხეობაში  მოხდება ხელახალი განაშენიანება   დღის წინ წარმოდგენილი ბიზენსპროექტის  ,,მანჰეტენის“, მიხედვით. .

,,სრულიად არასერიოზული და მოუმზადებელი! … ვის უნახავს ამ მაშტაბის პროექტი მოფიქრებული ორ კვირაში და კიდევაც" მერიასთან გავლილი"???? და ასეთი თანხის მოძიება თუ შეგვიძლია თბილისი ავაშენოთ და არა ვერეს მანჰატანი… უბრალო ტყუილი თუ ხალხის ნერვებზე ახალი თამაში?

პროექტიც რომ არსებობდეს (და შესაძლებელია ვიღაცას ასეთი რამ ედო უჯრაში) ამის დარქმევა “მანჰატანი” და ვერეზე მისი წარმოდგენა, ეს ხომ თავისთავად პროვოკაცული გზავნილია, რომელიც მიზნად ისახავს იმ ხალხის გაღიზიანებას და გაგიჟებას, რომელიც დღეს კიდევ შოკირებულია და უაღრესად დამძიმებული მომხდარი ტრაგედიით!

საზოგადოებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება კომისიის შედგენას და მის დასკვნებს, რომ დადგინდეს თუ რა მოხდა ვერეზე, რისი (და არა მაინდამაინც ვისი) ბრალი იყო გარდა სტიქიისა, იმისთვის რომ სამომავლოდ გავიგოთ რისი გაკეთება/აშენება შეიძლება და რისი არა, რა საფრთხეები არსებობს და რა სამუშავოები არის ჩასატარებელი ამ სასფრთხეების პრევენციისათვის, რა ზონები უნდა იყოს საერთოდ და სამუდამოდ განთავისუფლებული და მშენებლობისთვის აკრძალული, და ასე შემდეგ….

სანამ ეს ჩვენი ახლო წარსულის ტრაგედია მეცნიერული დასკვნებით არ დასრულებულა, ნებისმიერი საუბარი იმაზე,  თუ რა აშენდება ამ ადგილას და რა შემოსავალის მომტანი იქნება, ესა რის ჩემთვის აშკარა პროვოკაცია, ხალხის გამოწვევა, მისი გაღიზიანებაზე მიმართული საინფორმაციო ზეწოლა!- წერს სალომე ზურაბიშვილი.

სიახლეები

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...