ერევანში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები დაშალეს

0
588


დღეს დილით, მას შემდეგ, რაც უშედეგოდ დასრულდა სომხეთის ხელისუფლების რანდენიმესაათიანი მოლაპარაკებები  დემონსტრანტებთა , პოლიციამ ერევნის ცენტრში შეკრებილი ასობით მომიტინგის დაშლა დაიწყო. გამოყენებლ იქნა წყლის ჭავლი, ხელკეტები და სხვა, დემოსტრანტები თავს იცავდნენ მათთვის მისაწვდომი საშუალებებით, ალაგ – ალაგ დაშლის ოპერცია ხელჩართულ ბრძოლში გადაიზარდა. 

 აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 პოლიციელი, 7 კი დემონსტრანტია. "ინტერფაქსის" ცნობით, მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაწილს კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.  დაუზუსტებელი მონცემებით  სამართალდამცავებმა 237 აქტივისტი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. 

ერევანში 19 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქცია ელექტროენერგიაზე ფასების გაზრდის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს. 

როგორც ცნობილია, ერევანში მარშალ ბაგრამიანის ცენტრალურ მოედანზე, პრეზიდენტის კანცელარიის ახლო მისადგომებთან პარასკევიდან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელშიც ათასობით ადამინი და, განსაკუთრებით ახალგაზრდობა მონაწილეობდა. თავდაპირველად დემონსტრანტები აპროპტესტებდნენ ელექტროენერგიის გაძვირებას, თუმცა ამის მიღმა  იდგა დიდი ხნიდან მომწიფებული უკმაყოფილება  სომხეთში რუსული კომპანიების ფართო ასპარეზითა დაა ზღვარგადასული მადით. ხალხი აღაშფოთა მთავრობის გადაწყვეტილებამ მორიგ დათმობაზე წასულიყო რუსული მონოპოლისტი ენერგოკოპანიის  მიმართ . ,, ენერგეტიკული“ პროტესტი მალევე გადაიზარდა სხვა მოთხოვნებში: აქციისს მონაწილეებმა გამოიტანეს ლოზუნგები, არა –  კორუფციას! არა –  რუსეთის ყოფნას რეგიონში’’. ამ ლოზუნგებს მხარი აუბეს სოციალური ქსელების მოხმარებლებმა და მედიის დიდმა ნაწილმა . გუშინ დემონსტრანტებმა ღიად გამოუცხადეს პროტესტი რუსულ ოკუპაციას. რუსეთის მრავალრიცხოვანი  ე.წ. სამშვიდობო ბაზების ყოფნას სომხეთის ტერიტორიაზე. ,,რუსეთმა მოტყუებით მიიტაცა და დაეპატრონა ატომურ სადგურს, რკინიგზას, რამდენიმე ჰესს და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, რაც ფაქტობრივაად ღია ოკუპაციას წარმოადგენს.  ჩვენი ქვეყნის პატრონები  ჩვენ, სომხები უნდა ვიყოთ!’’ – აცხადებდნენ დემონსტრანტები.  

სომხეთის მთავრობამ აქციის მონაწილეები პირველივე დღიდან  ფაქტობრივად ალყაში მოაქცია, გამოყვანილ იქნა  სპეცრაზმი  და ძალოვანი სტრუქტურებს სხვა დანაყოფები, გადაიკეტა როგორც შიდასაქალაქო, ისე რეგონებიდან მომავალი გზები დედალაქისკენ დაძრული ხალხის ნაკადის შესაჩერებლად, მობილიზებულ იქნა სამხედრო ტექნიკა. მოედანზე მყოფთ არ გააშლევინეს კარვები, ახალგაზრდები პირდაპირ მიწაზე დაგებულ , სახლებიდან მოტანილ ლეიბებზე იწვნენ. პრეზიდენტისა და სხვა მაღალი თანაამდებობები პირები მუქარაამ დაა შეგონებებმა შედეგი ვერ მოიტანა, რაც იმით დასრულდა, რომ სერჟ  სარქისიანი ,,დაპირდა ‘’ აქციის მონაწილეებს, რომ მიცემული ვადის  ამოწურვის შემდეგ მიმართავდა ყველა კანონიერ გზას მათგან მოედნის გათავისუფლებისათვის. გუშინ, საღამოს შვიდი სათისვის ეს ვადა ამოიწურა, მანიფესტანტები არ დაშლილან და უფრო მეტიც:  თავიანთ მოთხოვნებში უფრო კატეგორიულები გახდნენ, კერძოდ,   წამოაყენეს მოთხოვნა რუსეთის ჯარების დაუყოვნებელი გაყვანისა და რუსული საწარმოების ნაციონალიზაციის შესახებ.  აქციის ორგანიზატორებმა ამასთან გააკეთეს განცხადება, რომ თუ ხელისუფლებამ არ გადადგა თუნდაც საწყისი  რეალური ნაბიჯები ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, აქცია გადაინაცვლებს უშუალოდ პრეზიდენტის სასახლეში.  

სომხური მედიის ცნობით, სწორედ ამან  დააჩქარა ხელისუფლების შეტევა დემონსტრანტებზე, მით უფრო, რომ გამოჩნდა სომხეთის პოლიციაში მოქალაეთა მხარეს გადასვლისა და აქციასთან შეერთების განწყობები.

 ამ დროისათვის მოედანზე აღარავინ არის, მაგრამ უკმაყოფილო ხალხი პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად პატარ – პატარა ჯგუფებად იწყებს თავმოყრას ქალაქის სხვადასხვა უბნებში.  სომხეთის მარიონეტული ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია კიევის მაიდნის ერევნული ვარიანტის განვითარების საშიშროება.

რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობით ოფიციალური მოსკოვი მიანიშნებს ,,აშშ –  კვალზე ერევნის მოვლენებში.'' 

 

 

 

 

წინა სტატიასახელმწიფო ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება
შემდეგი სტატიაგალის ყოფილი გამგებელი რუსლან ქიშმარია თბილისის კლინიკაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური