მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟურნალისტისთვის სამთავრობო ჯილდო ცხელ წერტილში მუშაობისთვის შეურაცხმყოფელია

ჟურნალისტისთვის სამთავრობო ჯილდო ცხელ წერტილში მუშაობისთვის შეურაცხმყოფელია

Published on

ტელეკომპანია ,,იმედის“ ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ მედიაში ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომ ცხელ წერტილში მომუშავე ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ, .

,, ხელისუფლების ასეთი ინიციატივები ნამდვილი ჟურნალისტისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს. ჩვენ არ ვართ გმირები იმის გამო, რომ ცხელ წერტილებში ვმუშაობთ და ხშირად მართლა სიცოცხლის ფასად გვიწევს ახალი ამბების მოყოლა. ეს ჩვენი საქმეა, თავიდანვე ვიცოდით რომ რთული იქნებოდა, პროფესია გააზრებულად ავირჩიეთ, 

სარისკო ადგილებში მუშაობა არ არის გმირობა, ეს ჩვენი ყოველდღიურობაა, რუტინაა, რომელსაც არ სჭირდება პომპეზური დაჯილდოების ცერემონიალები მთავრობის კანცელარიაში. ჟურნალისტებს ის უფრო გაგვიხარდება, მწვავე შეკითხვების დასმის დროს ამომწურავი პასუხები გაგვცეთ და არ გვლანძღოთ იმის გამო, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან გელაპარაკებით. ნუ გწყინთ, როცა გესხმით თავს და შეცდომებზე მიგითითებთ. დიახ, ჩვენ მტაცებლები ვართ და თქვენზე ვნადირობთ, ჩვენი ნადავლი ის პოლიტიკოსები არიან, ვინც საზოგადოებას ატყუებენ, წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებენ… ჩვენ მტაცებლის ინსტინქტი გვაქვს და პოტენციური მსხვერპლისგან ჯილდოებს ვერ მივიღებთ. მოკლედ, არ ვიცი, ჩემი რომელი კოლეგა დათანხმდება ხელისუფლების ამ საჩუქარს, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ მედლის დაკიდებით, თქვენ საკუთარ პროფესიას დაიკიდებთ. მე კი მგონია, რომ ჩვენი პროფესია ამას არ იმსახურებს. მთავრობისგან "ქვეყნის დამსახურებული ჟურნალისტის" სტატუსის მინიჭებით თქვენ დაკარგავთ მტაცებლის ინსტინქტებს, იმ ფისოებად იქცევით, პატრონს რომ ეხახუნებიან ფეხებზე და მოფერებას, თავზე ხელის გადასმას სთხოვენ“ – წერს სოციალურ ქსელში გურამ როგავა.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...