შალვა ნათელაშვილი:”ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინა დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ”

0
471



"მოხდა საზარელი ტრაგედია, როცა ეს ხელისუფლება მოვიდა და დაგვპირდა წინა ხელისუფლების საქმიანობის რევიზიას, სამართლიანობის აღდგენას. მათ შორის საუბარი იყო მათ მიერ აშენებულ და დაპროექტებულ ობიექტებზეც და ამ გზაზეც. როგორც მახსოვს, ეს უნდა გადაეკეთებინათ და საქმეების ბოლომდე შეესწავლათ. ვერეს კალაპოტის ექსპერტიზა რომ გაეკეთებინათ, ამას ერთი ჯიპის ფულიც ეყოფოდა და ნახავდნენ, რომ მეწყერსაშიში პროცესები სათავეში უკვე იქნებოდა დაწყებული. ჩვენ საქმე გვაქვს კოლექტიურ ბრალთან, – წინა და დღევანდელი ხელისუფლების. ორივეს მიუძღვის ბრალი", – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შალვა ნათელაშვილი: "ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინა დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ, არც გამოჩენილა სტიქიის დღეებში, რომ რამე ზედმეტი გასავალი არ მოუვიდეს საკუთარი მილიარდებიდან, რომელიც ქვეყანას მოსტაცა".

"ღმერთმა დამიფაროს, რომ ივანიშვილს დავაბრალო – მეწყერი მაგან გამოიწივა, მაგრამ ის ამბავი, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი ხამია უნდოდა ხელში ჩაეგდო ზოოპარკის ტერიტორია და მთელი ვერეს კალაპოტი, ეს ცნობილია. ამისთვის მან წინასწარ, ჩალის ფასად "დაითრია" "ლაგუნა ვერე" და მიმდებარე ტერიტორია, აბრეშუმის საქსოვი კომბინატი, სადაც გუშინ ვეფხვი დაიმალა და კაცი მოკლა. მაგისია, ეს ტერიტორია – რამდენიმე წლის წინათ იყიდა, გამოყარა იქიდან ხელმძღვანელობა – საწყლები დღესაც დარბიან, ჩვენთანაც იყვნენ – დააკონსერვა იქ ყველაფერი, გარშემო გახსნა სახელოსნოები, ავტოგასამართი სადგურები, მაგრამ ტერიტორიას ამზადებდა, რომ შეეერთებინა ზოოპარკსა და ვერეს ხეობასთან: მერე ერთიანად შეადგენდა ბიზნეს-გეგმას, როგორც ცოლოლაკში აკეთებს პანორამას, როგორც მიითვისა იპოდრომი და ბოტანიკური ბაღი. აი, ამიტომ ამზადებდა მაგ ტერიტორიას, უნდოდა ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანა. ნეტა მართლა გადაეტანა – ეს უბედურება ნაკლებად იქნებოდა საგრძნობი", – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ნათელაშვილი.

"მოვითხოვ სახელმწიფო აქტის მიღებას და ამ ტერიტორიის გამოცხადებას დაცულ სივრცედ, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზაციას. დაცული ტერიტორია ნარიყალაც იყო, მაგრამ ივანიშვილის ეზო გახდა. ამიტომ ეს უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი დაცული ნაკრძალი. შემდგომ უნფა შედგეს ახალი სქემა. ზოოპარკი უნდა გადავდეს, ოღონდა რა თქმა უნდა, გაბატონებული ქარებისგან დაცულ ადგილას, რადგან ტროპიკული ცხოველები კავკასიურ ცივ ქარებს ვერ უძლებენ – ამიტომ არ გადაჰქონდათ კომუნისტებს ზოოპარკი წლების განმავლობაში – ვერეს ხეობა იცავს ცივი ქარისგან ზოოპარკის ბინადრებსო. რომ არ დაგიმალოთ, თბილისის ზღვა მაინცდამაინც ხელსაყრელი არ არის ზოოპარკისთვის – მოკლედ, ადგილს სერიოზული შერჩევა უნდა", – განაგრძობს რესპონდენტი.

"ხელისუფლება შექვდა სტიქიას აბსოლუტურად მოუმზადებელი, ბრინჯივით დაიბნენ. მომზადებული აღმოცნდა ხალხი – განსაკუთრებით ჩვენი საამაყო ახალგაზრდობა. ჩემი შვილიც ვერ შემომყავს სახლში ეს დღეები… ახალგაზრდობამ აჩვენა, რომ ქვეყნის მომავალი საიმედო ხელში იქნება, თუმდა დღევანდელ დღეს მტავრობამ აჩვენა, რომ ჩვენი ბედი საშიში ხალხის სელშია – საცოდავი ზოოპარკის დირექტორი შოკში და სტრესშია, ამიტომ კეთილი ინებე, გადაამოწმე ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაცია დოკუმენტურად, ჩაატარე სპეციალური სამუშაოები, რომელსაც წესები არეგულირებს – სახელმწიფო რისთვის არსებობს, რომ პირდაპირ მოწოდებულ ინფორმაციას გადაუმოწმებლად დაუჯეროს? ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ პასუხი – თუნდაც იმიტომ უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია, რომ ადამიანი არის შოკში და შეიძლება ადეკვატური არ იყოს ინფორმაციის მოწოდებისას. ასეც რომ არ იყოს, იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობის სიცოცხლის უსაფრთხოებას უკვაშირდება აუცილებლად მრავალგზის უნდა გადამოწმდეს", – დასძენს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე.

"პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს უნდა გაეხსნა "ლაგუნა ვერეზე" მიტაცებული საწყობები და ეს ტერიტორია უნდა გადაემოწმებინა სპეცრაზმს, გაეხსნათ საწყობები და ენახათ, შემთხვევით რომელინე ცხოველი იქ თავს ხომ არ აფარებდა – ეს სავსებით რეალურია – ცხოველი ასეთ დროს თავს აფარებს გამოუყენებლ ფართს. ზოოპარკის ახლოს ყველა სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ადამიანები – რად უნდოდა დიდი ფილოსოფია, რომ პირველ რიგში უნდა გადამოწმებულიყო "ლაგუნა ვერეს" ტერიტორია", – განმარტავს შალვა ნათელაშვილი და შეკითხვას – "ამ ხელისუფლების ქმედება რომ შევადაროთ სააკაშვილის ქმედებას – როცა 2012 წლის მაისში ორთაჭალის ხელოვნური ტბა გაირღვა, სახლები დაიტბორა, ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა და მეორე დღეს სააკაშვილი საკუთარი თვითმფრინავით მილნაში საშოპინგოდ გაფრინდა…" – პასუხობს:

"კი ბატონო, სააკაშვილი ტრაგედიის მეორე დღე მილანში გაფრინდა, მაგრამ ზუსტად იმ დროს, როცა ხალხი იხოცებოდა და ვერეს მიჰქონდა ადამიანები, ცხოველები, მანქანები და სახლები მტკვარში – ამ დროს ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ ეძინა, ან იოგას აკეთებდა თავდაყირა მდგომი და ქვეყნის ლიდერი კი ბიძინა ივანიშვილია – ფაქტობრივად და იურიდიულად საქართველომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს ანდო, რომელმაც მიატოვა ხალხი, გამოჩინა დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ! არც გამოჩენილა სტიქიის დღეებში, რომ რამე ზედმეტი გასავალი არ მოუვიდეს იმ მილიარდებიდან, რომელიც ქვეყანას მოსტაცა – პირადად მე ასეთი დამწვარი და გულქვა ადამიანი არ მინახავს". 

წინა სტატიათბილისისს მერიის გადაწყვეტილებით მოხალისეთა მუშაობა უშუალოდ სტიქიის ზონაში შეჩერებულია
შემდეგი სტატიალიზა ზარანდიას ცხედარი ნაპოვნია.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური