მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპროტესტო აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან (VIDEO)

საპროტესტო აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან (VIDEO)

Published on

ყოფილი ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებული დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა  ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინ დღეს ისევ ერთი აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა  სამართლიანი გამოძიება და ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა იყო. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ბრალდებულის ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრები გამოჩდნენ. სასამართლოს გარე პერიმეტრს და მხარეების უსაფრთხოებას ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ. ბრალდებულის ყოფილი მეუღლის ახლობლის განმარტებით, ჟორჟოლიანის მხარე ცილისწამებას ეწევა. დაკავებულის დამ ნესტან ჟორჟოლიანმა დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მეორე მხარის ადვოკატი ჯიტა გულუა. მისი თქმით, ამ საქმეში მან 7000$ აიღო, რის სანაცვლოდაც ბრალდებულს მსჯავრის სახით 8 წლამდე თავისუფლება უნდა აღუკვეთონ. რაც შეეხება ადვოკატ ჯიტა გულუას პოზიციას – აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით მან OdishiNews-ს კომენტარი მისცა. დავით ჟორჟოლიანი მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალურიხასიათისძალმომრეობითმოქმედებასგაუკუღმართებულიფორმითგულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჟორჟოლიანს ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...