ყოფილი ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებული დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინ დღეს ისევ ერთი აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანი გამოძიება და ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა იყო. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ბრალდებულის ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრები გამოჩდნენ. სასამართლოს გარე პერიმეტრს და მხარეების უსაფრთხოებას ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ. ბრალდებულის ყოფილი მეუღლის ახლობლის განმარტებით, ჟორჟოლიანის მხარე ცილისწამებას ეწევა. დაკავებულის დამ ნესტან ჟორჟოლიანმა დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მეორე მხარის ადვოკატი ჯიტა გულუა. მისი თქმით, ამ საქმეში მან 7000$ აიღო, რის სანაცვლოდაც ბრალდებულს მსჯავრის სახით 8 წლამდე თავისუფლება უნდა აღუკვეთონ. რაც შეეხება ადვოკატ ჯიტა გულუას პოზიციას – აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით მან OdishiNews-ს კომენტარი მისცა. დავით ჟორჟოლიანი მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალურიხასიათისძალმომრეობითმოქმედებასგაუკუღმართებულიფორმითგულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჟორჟოლიანს ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
საპროტესტო აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან (VIDEO)
სიახლეები
სიახლეები
აშშ-ს სასამართლომ ჰარვარდისთვის დაფინანსების შეჩერებაზე ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა
აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის დაფინანსების...
სიახლეები
ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს
ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დგებუაძე...
სიახლეები
მოსამართლე გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარი 2 წლით ციხეში გაუშვა
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს პატიმრობა მიუსაჯა.
მან ბრალი 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება...
სიახლეები
სამუდამო პატიმრობაც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვართ – ჯანო არჩაიას საბოლოო სიტყვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით...